Search

მიმოხილვა: სუარესმა ატლეტიკოს ბოლო წუთებზე მოაგებინა

ფონტის ზომა
TT

ბარსელონას ყოფილი ხელმძღვანელობის მიერ ლუის სუარესის გუნდიდან გაშვების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გახდა განხილვის მიზეზი.

ატლეტიკო ლა ლიგის 37' ტურში ოსასუნას მასპინძლობდა და პირველი ადგილის შესანარჩუნებლად გუნდს გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ პამპლონელები არაფრის დათმობას არ აპირებდნენ და 75' წუთზე მასპინძელი გუნდი წინ გავიდა.

მიმოხილვა - ატლეტიკო 2:1 ოსასუნა

82' წუთზე რენან ლოდიმ ანგარიში გაათანაბრა, 88' წუთზე კი ლუის სუარესმა თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა და პირველი ადგილი შეუნარჩუნა.

რა ხდება ლა ლიგის ბოლო ტურში?

ატლეტიკოს, რეალის და სელტას გამარჯვებები იმას ნიშნავს, რომ ბარსელონას ჩემპიონობის მათემატიკური შანსიც აღარ აქვს, ხოლო მადრიდის რომელ უბანში დარჩება ლა ლიგის თასი ეს ბოლო ტურში გადაწყდება.

ბარსელონა ბოლო ტურში ბოლოადგილოსან ეიბარს შეხვდება და ეცდება ჩავარდნილი სეზონი შედარებით დადებით ნოტაზე დაასრულოს. ყველაზე ცუდ შემთხვევაში, კატალონიელები შესაძლოა მეოთხე ადგილზე დაქვეითდნენ - სამეულს გარეთ ბარსელონა 2003 წლის შემდეგ არ დარჩენილა.

ბოლო ტურში მადრიდის რეალი ვილიარეალს უმასპინძლებს - ყვითელმა წყალქვეშა ნავმა ამ ტურში ევროსაგზური გაინაღდა, მაგრამ ჯერ არ გადაწყვეტილა ევროპის ლიგაზე ითამაშებს ვილიარეალი თუ კონფერენციის ლიგაზე, ამიტომ ბოლო ტურში რეალი საკმაოდ მოტივირებულ გუნდს შეხვდება.

ატლეტიკო სეზონს ვალიადოლიდის წინააღმდეგ დაამთავრებს. ფენომენოს გუნდი საშინელ ფორმაშია და ბოლო ზედიზედ 3 შეხვედრა უშანსოდ წააგეს, რის გამოც ლა ლიგიდან თითქმის გავარდნილები არიან. დარჩენის შანსის შესანარჩუნებლად ბოლო ტურში ვალიადოლიდს ატლეტიკოს წინააღმდეგ აუცილებლად მოგება ჭირდება, თუმცა თუ უესკამ და ეიბარმა ქულები არ დაკარგეს შესაძლოა ვალიადოლიდისთვის ატლეტიკოსთან მოგებაც არ აღმოჩნდეს საჭირო.

თუ ატლეტიკომ მოიგო, სიმეონეს გუნდი ჩემპიონია. თუ ატლეტიკომ ფრე ითამაშა ან წააგო და რეალმა მოიგო, ჩემპიონი ბლანკოსი გახდება.