Search

მიმოხილვა: რეალის ლეგენდებმა ბარსას ლეგენდები დაამარცხეს

ფონტის ზომა
TT

თელ-ავივში ჩატარებულ ამხანაგურ ტურნირზე ერთმანეთს მადრიდის რეალის და ბარსელონას ლეგენდები დაუპირისპირდნენ.

გუნდებს რობერტო კარლოსი და რივალდო კაპიტნობდნენ, ხოლო შეხვედრა მადრიდელთა სასარგებლოდ 3:2 დასრულდა.

გოლები რონალდინიომ, მატეუმ, მუნიტისმა, ალფონსომ და რუბენ დე ლა რედმა გაიტანეს.

მატჩში მონაწილეობას ისეთი ლეგენდარული ფეხბურთელები იღებდნენ როგორებიც ფიგუ, რობერტო კარლოსი, რონალდინიო, რივალდო, დეკუ, სავიოლა და სხვები არიან.

გუნდების ლეგენდებს კლასიკო აქამდეც უთამაშიათ, 2017 წელს გამართულ კლასიკოში გამარჯვება ზუსტად იგივე ანგარიშით ბარსელონამ მოიპოვა.

მიმოხილვა - რეალის ლეგენდები 3:2 ბარსას ლეგენდები