Search

მიმოხილვა - პსჟ 3:2 ლაიპციგი

ფონტის ზომა
TT

ლიონელ მესიმ და კილიან მბაპემ პარიზულ გუნდს ლაიპციგის წინააღმდეგ მოაგებინეს და საფეხბურთო სამყაროს დაანახეს, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ ერთად

მიმოხილვა - პსჟ 3:2 ლაიპციგი

პირველ ტაიმში კილიან მბაპემ ანგარიში გახსნა, რის შემდეგაც გერმანულმა კლუბმა პსჟ-ს კარში ორი უპასუხო გოლი გაიტანა

67' წუთზე ლეო მესიმ ანგარიში გაათანაბრა და პსჟ მატჩში დააბრუნა, 74' წუთზე კი კილიან მბაპემ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და ბურთი მესის დაუთმო, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 3:2 დააფიქსირა

მბაპეს გოლის გატანის შანსი 90+4' წუთზე ჰქონდა, მაგრამ ფრანგმა შემტევმა პენალტის გატანა ვერ შეძლო

3 ტურის შემდეგ პარიზული კლუბი 7 ქულით ჯგუფს ლიდერობს, მეორე ადგილზე კი 6 ქულით მანჩესტერ სიტია

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად Whoscored-ის ვერსიით ლიონელ მესი დასახელდა