Search

მიმოხილვა: ლილი საფრანგეთის ჩემპიონი გახდა

ფონტის ზომა
TT

2016/17 სეზონის შემდეგ პირველად, პსჟ საფრანგეთის ჩემპიონი ვერ გახდა. მათი დამარცხება ამჯერად ლილმა მოახერხა.

ლილისთვის ეს პირველი ტიტულია 2010/11 სეზონის შემდეგ - მაშინ ლილში ჟერვინიო, ედენ აზარი, იოან კაბაიე და მუსა სო თამაშობდნენ.

ამ სეზონში კი ლილის ტრიუმფის მთავარი შემოქმედი ბურაქ ილმაზი იყო, რომელმაც 16 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ილმაზის ფორმა ბოლო ტურებში, სადაც მან უკანასკნელ 7 მატჩში 7 გოლის გატანა მოახერხა და ლილს უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვებაში დაეხმარა.

ილმაზი 36 წლისაა და ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ტიტული კარიერაში პირველად მოიგო - აქამდე მას 10 ტურნირი ჰქონდა მოგებული, ყველა მათგანი თურქეთში.

ილმაზმა ლიგა 1-ს მოგება ბოლო ტურში გატანილი კიდევ ერთი გოლით აღნიშნა.

თავისი მატჩი მოიგო პსჟ-მ, მაგრამ პარიზული კლუბი ლილს 1 ქულით ჩამორჩა.

კილიან მბაპე საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ზედიზედ მესამედ გახდა. მბაპე პირველი ფეხბურთელია ჟან-პიერ პაპენის შემდეგ, ვინც ამ შედეგს მიაღწია.

ბურაქ ილმაზი, კილიან მბაპე, ლიგა 1