Search

მიმოხილვა - კოსოვო 1:2 საქართველო

ფონტის ზომა
TT

საქართველოს ნაკრებმა 2012 წლის 8 სექტემბრის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვების მოპოვება შეძლო.

მიმოხილვა - კოსოვო 1:2 საქართველო

ქართველთა მხრიდან გოლები თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს, კოსოვოს მხრიდან კი პენალტი ზუსტად ვედატ მურიქიმ შეასრულა.

ოქრიაშვილისთვის ეს გოლი საქართველოს ნაკრების მაისურით კარიერაში მე-13 გამოდგა, რაც იმას ნიშნავს რომ თორნიკე საქართველოს ისტორიაში მე-4 საუკეთესო ბომბარდირი გახდა და დავაში ლევან კობიაშვილსა და გიორგი დემეტრაძეს გაუსწრო.

20 წლის ზურიკო დავითაშვილისთვის თავისი გოლი ნაკრებში რიგით მეორე იყო.

საქართველოს ნაკრები მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდებოდა, გუნდს ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი მიქაუტაძე აკლდნენ.