Search

მიმოხილვა: ჰარი კეინმა ოქროს ბუცი მოიგო

ფონტის ზომა
TT

ტოტენჰემის თავდამსხმელი პრემიერ ლიგის ბომბარდირი კარიერაში მესამედ გახდა და ამით ალან შირერის შედეგი გაიმეორა.

ჰარი კეინმა პრემიერ ლიგის 2020/21 სეზონში 23 გოლი გაიტანა და ოქროს ბუცს მესამედ დაეუფლა, მასზე მეტი ჯილდო კი მხოლოდ ტიერი ანრის (4) აქვს.

ინგლისის ნაკრების კაპიტანმა მხოლოდ 1 გოლით აჯობა ლივერპულის მოჰამედ სალაჰს, რომელმაც ბოლო ტურში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ტოტენჰემი პირველ ტიამში ლესტერთან მარცხდებოდა, ჰარი კეინმა კი პირველი ტაიმის ბოლოს ძლიერი საჰაერო დარტყმით ბურთი კასპერ შმეიხელის ფეხებს შუა გააძვრინა.

დუბლი შეასრულა ცვლილებაზე შემოსულმა გარეთ ბეილმა, რომელსაც სეზონში 16 გოლი დაუგროვდა და 2018 წლის შემდეგ თავისი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

გარეთ ბეილი, ჰარი კეინი, ტოტენჰემი