Search

მიმოხილვა: იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე მაინც გავიდა

ფონტის ზომა
TT

იუვენტუსმა ამ დეკადის ყველაზე წარუმატებელი სეზონი დაამთავრა და კატასტროფისთვის თავის არიდება მოახერხა.

ტურინელებს საკმაოდ ბევრი ნერვიულობა მოუწიათ, რადგან ბებერი ქალბატონი თავის თავზე არ იყო დამოკიდებული და ლიგაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიდოდა, თუ ნაპოლი ან მილანი ქულებს დაკარგავდა.

საფინალო სასტვენის შემდეგაც კი, ტურინელები ვერ ზეიმობდნენ და დანარჩენი მატჩების დამთავრებას ელოდებოდნენ, რათა თავიანთი ბედი გაეგოთ.

მილანმა ატალანტა 2:0 დაამარცხა, მაგრამ ნაპოლიმ ქულები ჰელას ვერონასთან დაკარგა და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.

იუვემ ბოლონია 4:1 გაანადგურა და სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ეს სულ მეოთხე შემთხვევა იყო მიმდინარე სერია ა-ში, როცა იუვენტუსმა 4 გოლის გატანა მოახერხა და გულშემატკივართა დიდი ნაწილის აზრით, ბოლონიასთან გამართული მატჩი ყველაზე სანახაობრივი გახლდათ.

ყველაზე დიდი ყურადღება იმ ფაქტმა მიიქცია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ანდრეა პირლომ სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მოედანზე არც ცვლილებაზე არ შემოიყვანა.

რონალდუმ რამდენიმე დღის წინ თავისი სახლიდან შვიდივე ძვირადღირებული მანქანა გაზიდა და როგორც იწერება, პორტუგალიელი გუნდის გამოცვლასთან ძალიან ახლოსაა. 

ჯორჯო კიელინი, რაბიო, იუვენტუსი, სერია ა