Search

მიმოხილვა და შეფასებები - სიტი 2:0 პსჟ

ფონტის ზომა
TT

10 წლის შემდეგ, ლეგენდარული პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაბრუნდება და ამ ეტაპზე თავის სამწვრთნელო კარიერაში მესამედ იასპარეზებს.

მიმოხილვა - სიტი 2:0 პსჟ

ლიგის ფინალებში პეპს იდეალური შედეგი აქვს, ესპანელმა სპეციალისტმა 2-დან 2 შეხვედრა მოიგო და ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია.

სიტი ფინალში ძალიან დამაჯერებლად გავიდა და ბოლო წლების ყველაზე ანტი-კულმინაციური ნახევარფინალი შემოგვთავაზა, რადგან პარიზულ კლუბს რომელსაც პირველი მატჩი წაგებული ჰქონდა, ქალაქელებმა 90 წუთის განმავლობაში კარში ერთხელაც არ დაარტყმევინეს.

ამის გამო საკმაოდ უცნაური შედეგი დაუფიქსირდა ბრაზილიელ გოლკიპერ ედერსონ მორაეშს, რომელმაც შეხვედრაში 0 სეივი მიითვალა, მაგრამ 1 გარდამტეხი პასი, რომელსაც შემდგომ მაჰრეზის გოლი მოყვა.

უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რუბენ დიაში დასახელდა, თუმცა Whoscored-მა თითქმის იდეალური შეფასება და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება რიად მაჰრეზს მიანიჭა.

ფეხბურთელთა შეფასებები:

1.რიად მაჰრეზი - 9.7

2.ფილ ფოდენი - 8.5

3.კაილ უოკერი - 8.4

4.ფერნანდინიო - 7.4

5.ზინჩენკო - 7.4

გვარდიოლა, პსჟ, მანჩესტერ სიტი, ჩემპიონთა ლიგა