Search

მიმოხილვა და შეფასებები - რეალი 1:1 ჩელსი

ფონტის ზომა
TT

მადრიდის რეალი და ჩელსი ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდნენ

მიმოხილვა - რეალი 1:1 ჩელსი

დაპირისპირება რომელსაც ორივე გუნდის გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ ფრედ, 1:1 დასრულდა

ანგარიში ახალგაზრდა ამერიკელმა ვარსკვლავმა კრისტიან პულისიჩმა გახსნა 14' წუთზე, აქედან 15 წუთში კი საპასუხო გასროლა კარიმ ბენზემამ შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 1:1 დააფიქსირა

ეს კარიმ ბენზემასთვის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში მე-5 გოლი იყო, მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში კი მე-6

ჩელსისთან გატანილი გოლით კარიმმა ჩემპიონთა ლიგაზე კარიერაში 71-ე ბურთი შეაგდო და ლეგენდარულ რაულ გონსალეს ბლანკოს გაუთანაბრდა, მის წინ კი მხოლოდ რონალდუ (134), მესი (120) და რობერტ ლევანდოვსკი (73) არიან

ეს ზინედინ ზიდანის და ტომას ტუხელის მეხუთე დაპირისპირება იყო და ფრანგ სპეციალისტს ჯერ ტუხელთან ერთი მოგებაც არ აქვს.

5 შეხვედრიდან 1 გერმანელის სასარგებლოდ დასრულდა, დანარჩენი 4 კი ფრედ.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად UEFA-მ ნგოლო კანტე დაასახელა, Whoscored-ის ვერსიით კი საუკეთესო პულისიჩი იყო.

ფეხბურთელთა შეფასებები:

1.კრისტიან პულისიჩი - 8.5

2.ედერ მილიტაო - 8.4

3.ანტონიო რუდიგერი - 7.5

4.კარიმ ბენზემა - 7.4

5.ტონი კროოსი - 7.3

კარიმ ბენზემა, რეალი, ჩელსი, ჩემპიონთა ლიგა