Search

მიმოხილვა და შეფასებები - პსჟ 1:2 სიტი

ფონტის ზომა
TT

პეპ გვარდიოლა ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ასე ახლოს ძალიან დიდი ხანია არ ყოფილა!

მიმოხილვა - პსჟ 1:2 სიტი

ესპანელმა სპეციალისტმა ნახევარფინალში პსჟ დაამარცხა და 1/2 ფინალური დუელის პირველი მატჩი 2011 წლის შემდეგ პირველად მოიგო.

ეს პეპ გვარდიოლას და მაურისიო პოჩეტინოს მე-20 შეხვედრა იყო და მიუხედავად იმისა რომ პოჩეს პეპთან 20 ცდიდან მხოლოდ 3 მოგება აქვს, მათი ერთადერთი დუელი ჩემპიონთა ლიგაზე 2019 წელს სწორედ მაურისიოს გამარჯვებით დასრულდა.

არადა, თავიდან პარიზელებისთვის ყველაფერი სასიკეთოდ მიდიოდა. მარკინიოსმა ანგარიში 15' წუთზე გახსნა და პირველი ტაიმი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა.

აი მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა, ჯერ კევინ დე ბრუინმა მოახერხა 64' წუთზე ანგარიშის გათანაბრება კეილორ ნავასის შეცდომით, შემდეგ კი რიად მაჰრეზმა საჯარიმო დარტყმიდან ქალაქელები წინ გაიყვანა და მატჩის საბოლოო ანგარიში, 1:2 დააფიქსირა.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად უეფას ვერსიით კევინ დე ბრუინი დასახელდა, Whoscored-ის ვერსიით კი რიად მაჰრეზი

ფეხბურთელთა შეფასებები:

1.რიად მაჰრეზი - 8.7

2.ანხელ დი მარია - 7.9

3.ფილ ფოდენი - 7.7

4.ბერნარდო სილვა - 7.2

5.კევინ დე ბრუინი - 7.0