Search

მიმოხილვა და შეფასებები - პორტო 0:2 ჩელსი

ფონტის ზომა
TT

ვესტ ბრომთან განცდილი კრახის შემდეგ, ტომას ტუხელის ჩელსი ხასიათზე მოვიდა და ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

მიმოხილვა - პორტო 0:2 ჩელსი

ჩელსი ერთადერთი გუნდია, ვისაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის პლეი ოფში ჯერ ერთი გოლიც არ გაუშვია.

ამის უმნიშვნელოვანესი მიზეზი ედუარდ მენდია, რომელმაც წელს პეტრ ჩეხის რეკორდი გააუმჯობესა და ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ჩელსის მაისურით კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.

ანგარიში 32' წუთზე მეისონ მაუნტმა გახსნა, რომელმაც ბურთის მიღებისას ულამაზესი 180' გრადუსიანი ბრუნი შეასრულა და ბურთი დაბალ შორეულ კუთხეში გადაგზავნა.

მეორე ტაიმის მიწურულს კი ხესუს მანუელ კორონას შეცდომით ისარგებლა ბენ ჩილველმა, რომელმაც პორტოს მეკარე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა, რითიც ლონდონელებს ორბურთიანი უპირატესობა მოუტანა.

ალბათ თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეოთხედფინალურ წყვილებს შორის შემდეგ ეტაპზე გასვლას ყველაზე მეტად ჩელსი მიუახლოვდა.

საუკეთესო ფეხბურთელები Whoscored-ის ვერსიით:

ედუარდ მენდი - 8.3

ბენ ჩილველი - 8.0

ოტავიო - 7.4

მეისონ მაუნტი - 7.4

რის ჯეიმსი - 7.4

მაუნტი, ჯეიმსი, ჩელსი, პორტო, ჩემპიონთა ლიგა