Search

მიმოხილვა და შეფასებები - ჩელსი 2:0 რეალი

ფონტის ზომა
TT

ლონდონის ჩელსი თითქმის 10 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაბრუნდა და იქ პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება.

საინტერესოა ის ფაქტი რომ ლონდონურ კლუბს თავის ისტორიაში ერთადერთი ლიგის თასი სწორედ პეპ გვარდიოლას ლეგენდარული ბარსელონას დამარცხების შემდეგ აქვს მოგებული, ახლა კი არისტოკრატებს იგივე მწვრთნელის კიდევ ერთი სუპერგუნდის დამარცხება მოუწევთ, თუ უნდათ რომ ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

ტომას ტუხელი და გვარდიოლა ერთმანეთს აქამდე სულ 6-ჯერ შეხვდნენ. პეპმა ტუხელის მაინცი ორჯერ დაამარცხა, დორტმუნდიდან თომასმა პეპთან 2 მატჩი წააგო და 1 ფრედ დაასრულა, ჩელსიდან კი ერთადერთი მათი ურთიერთშეხვედრა ტუხელის გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ფეხბურთელთა შეფასებები:

1.ჟორჟინიო - 8.0

2.ტიმო ვერნერი - 7.9

3.კაი ჰავერცი - 7.8

4.ნ'გოლო კანტე - 7.7

5.ედუარდ მენდი - 7.7