Search

მიმოხილვა: ჩელსიმ წააგო, მაგრამ ლიგაზე მაინც გავიდა

ფონტის ზომა
TT

ლონდონური კლუბის გულშემატკივრებს ბოლო ტურში ნერვიულობა მოუწიათ, მაგრამ თომას ტუხელის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა.

ჩელსიმ ლიგის საგზური ბოლო ტურში გაინაღდა და ამისთვის თანაქალაქელ ტოტენჰემს უნდა უმადლოვდეს, რომელმაც ლესტერი 4:2 დაამარცხა.

კასპერ შმეიხელის ავტოგოლმა, კეინის საჰაერო დარტყმამ და გარეთ ბეილის დუბლმა ჩელსის შესაძლებლობა მისცა ასტონ ვილასთან დამარცხებისდა მიუხედავად ოთხეულში დარჩენილიყვნენ.

შედეგად, ჩელსის ლიგაზე გასვლის იმედები ჩემპიონთა ლიგის ფინალზე აღარ იქნება დამოკიდებული, როგორც ეს 2012 წლის ფინალში იყო.

ტუხელმა გუნდში ძალიან დიდი ცვლილებები მოახდინა და იანვარში მეათე ადგილზე მყოფი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალსა და ოთხეულში შეიყვანა.

თუ არისტოკრატები ფინალში სიტის დაამარცხებენ, გუნდი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის სეზონდიან $160 მილიონს გააკეთებს. ოთხეულში მოხვედრა კი სიტის ასეთი შემოსავლის მიღების შანსს მომავალ სეზონშიც გაუჩენს.

იურგენ კლოპის ლივერპულმა კრისტალ პალასი დაამარცხა და ჩელსის მესამე ადგილი წაართვა. ვესტ ჰემი და ლესტერი ევროპის ლიგაზე იასპარეზებენ, ტოტენჰემი კი უეფას კონფერენციის ლიგის საინაუგურაციო სეზონში მიიღებს მონაწილეობას.

ტუხელი, ჩელსი, პრემიერ ლიგა