Search

მიმოხილვა - ბატე 1:4 დინამო ბათუმი

ფონტის ზომა
TT

ბათუმის დინამო ევროპის კონფერენციის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ეტაპზე გავიდა.

ბათუმელებს პირველი მატჩი შინ, 0:1 ჰქონდათ წაგებული და შესანიშნავად ჩატარებული პირველი ტაიმისდა მიუხედავად, 45+2 წუთზე გუნდმა გოლი გაუშვა და ორი მატჩის ჯამში 2:0-ს აგებდა.

თუმცა, მეორე ტაიმში დინამოელებმა ყველაფერი გამოასწორეს და ბატეს კარში 4 უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს.

ანგარიში პენალტიდან მამუჩაშვილმა გაათანაბრა, შემდეგ კი ფლამარიონმა დინამო წინ გაიყვანა და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათნააბრა.

74' წუთზე საჯარიმოს გარედან შესანიშნავი გასროლით ბათუმელები წინ ირაკლი აზაროვმა გაიყვანა, ბოლო წუთზე კი გიორგი ფანცულაიამ შეხვედრას წერტილი დაუსვა და მეოთხე გოლი შეაგდო.

შემდეგ ეტაპზე ბათუმის დინამო სივასპორს შეხვდება, ბათუმელებს კონფერენციის ლიგამდე მხოლოდ 2 ეტაპი აშორებთ.