Search

მიმოხილვა: ალისონის გამარჯვების გოლი ბოლო წამებზე

ფონტის ზომა
TT

ლივერპული ჩელსისა და ლესტერის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გაცხარებულ ომშია ჩართული, რაც მერსესაიდელებისთვის ყველაზე კარგია კი ის ფაქტია, რომ ლივერპული დიდწილად მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული.

მიმოხილვა - ვესტ ბრომი 1:2 ლივერპული

თუ მერსესაიდელები ორივე დარჩენილ შეხვედრას მოიგებენ, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გავა, რადგან ლესტერი და ჩელსი შემდეგ ტურში ერთმანეთს ხვდებიან და როგორც არ უნდა დამთავრდეს ის მატჩი, ლივერპული თავისი შეხვედრის მოგების შემთხვევაში ოთხეულში დაბრუნდება.

ეს შანსი კი გუნდს თავისმა მეკარემ, ალისონ ბეკერმა მისცა, რომელმაც ვესტ ბრომვიჩის წინააღმდეგ 95 წუთზე თავით შესანიშნავი გოლი გაიტანა და თავის გუნდს შეხვედრა მოაგებინა.

ფეხბურთელთა შეფასებები:

1.ტიაგო - 8.0

2.სალაჰი - 8.0

3.ალისონი - 7.8

4.ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი - 7.8

5.მათეუს პერეირა - 7.7