Search

მესიმ და რონალდუმ ყველაზე რთული მეტოქეები დაასახელეს

ფონტის ზომა
TT

იუვენტუსისა და ბარსელონას ვარსკვლავებს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული და სტაბილური კარიერა აქვთ, ისინი არაერთ ტოპ მცველს გადაეყარნენ და ცხოვრება გაუმწარეს.

უფრო მეტი გუნდის წინააღმდეგ კარიერის განმავლობაში ნათამაშები რონალდუს აქვს, რადგან პორტუგალიელი ოთხ სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატში ასპარეზობდა და წლების განმავლობაში პრიმეირა ლიგა, პრემიერ ლიგა, ლა ლიგა და სერია ა მოიარა.

ყველაზე რთულ მეტოქედ კი რონალდუმ ჩელსის ინგლისელი მარცხენა მცველი, ეშლი კოული დაასახელა.

"წლების განმავლობაში ეშლი კოულის წინააღმდეგ ბევრი კარგი დაპირისპირება მქონდა. ის ამოსუნთქვის საშუალებასაც არ მაძლევდა.

კოული გამძლე და სწრაფი მცველი იყო, რომელსაც იმ წლებში კარიერის პიკი ჰქონდა და კარგ ფორმაში ყოფნისას მის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული გახლდათ." - თქვა რონალდუმ Coach Mag-თან ინტერვიუში

აი ლიონელ მესის არჩევანი კიდევ უფრო უცნაური იყო - ლეოს კარიერის განმავლობაში ალესანდრო ნესტასა და სერხიო რამოსის დონის მცველების წინააღმდეგ აქვს ნათამაშები, მაგრამ ყველაზე რთულ მეტოქედ ჟირონას ფეხბურთელი დაასახელა.

"ჟირონას პაბლო მაფეომ ყველაზე მეტად შემაწუხა. მთელი მატჩის განმავლობაში ფეხიდან არ მომშორებია."

"წუწუნი არ მიყვარს, ჩემი აზრით ფიზიკური კონტაქტი ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, თუ ოდესმე ამის გამო გავბრაზდი, ესე იგი მე თვითონ ვთამაშობ ცუდად. კარგი მატჩის დროს კერძო მეურვის ყოლა ჩემთთვის პრობლემას არ წარმოადგენს" - განაცხადა მესიმ DAZN-თან საუბრისას.