Search

მესი პარიზში მიდის? - 4 საინტერესო ფაქტი

ფონტის ზომა
TT

ნეიმარის ინტერვიუ

ნეიმარმა თვის დასაწყისში ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა, როცა იესპიენთან ინტერვიუს დროს მას ჰკითხეს, ენატრებოდა თუ არა კატალონიური კლუბი და რა სურდა ყველაზე მეტად კარიერაში.

"ყველაზე მეტად მესისთან თამაშის გაგრძელება მინდა, ლეოსთან ერთად თამაში ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.

თუ უნდა ჩემს პოზიციაზე ითამაშოს, პრობლემა არ მაქვს! მომდევნო სეზონში მასთან ერთად მინდა თამაში, აუცილებლად. შემდეგ სეზონში ეს უნდა მოვახერხოთ."

მესის ხმები ფიფას დაჯილდოვებაზე

მესიმ ფიფას დაჯილდოვებაზე ყველა შესაძლო ხმა პსჟ-ს ფეხბურთელებს მისცა.

საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში, ლეომ პირველ ადგილზე ნეიმარი გაიყვანა, მეორეზე კი მბაპე.

რაც შეეხება საუკეთესო მეკარეს, აქ ლეომ ხმა კეილორ ნავასს მისცა. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ მესიმ სამეულში ნავასთან ერთად ნოიერი და ობლაკი შეიყვანა, თავის გუნდელ მარკ-ანდრე ტერ შტეგენს კი ერთი ხმაც არ მისცა.

პსჟ მესის მაისურებს ამზადებს

ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ-ს მარკეტინგის დეპარტამენტს მესის ტრანსფერის შესახებ ბრიფინგი ჩაუტარდათ და მაღაზიები მაისურების დიდი რაოდენობის გაყიდვისთვის ემზადებიან.

როგორც იწერება, კლუბმა მარკეტინგული კამპანიების მომზადება უკვე დაიწყო და პარტნიორი მაღაზიებიც გააფრთხილა.

ბარსელონას ფინანსური მდგომარეობა

პსჟ ყატარის მიერ დაფინანსებული კლუბია, რომელსაც ფინანსური სტაბილურობის პრობლემები არ ემუქრება. აი ბარსელონას ფინანსური მდგომარეობა მთლიანად საფეხბურთო შემოსავლის წყაროებზეა დამოკიდებული, რომლებიც კოვიდის პანდემიამ პრაქტიკულად გაანადგურა.

ბარსელონას პრეზიდენტობის კანდიდატმა აგუსტი ბენედიტომ განაცხადა, რომ თუ მესი ბარსელონასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, მას ხელფასის შემცირება დაჭირდება.

ბენედიტომ ისიც დაამატა, რომ კატალონიურ კლუბს არ გააჩნია იმის სახსრები, რომ მესის კონტრაქტისთვის კონკურენცია პსჟ-ს გაუწიოს.

მესის კონტრაქტი ბარსელონასთან ივნისში იწურება, რის შემდეგაც მესი თავისუფალი აგენტი გახდება. რაც ნიშნავს, რომ ბარსელონას ლეოს ტრანსფერიდან თანხის აღება მხოლოდ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუძლია.