ქართველი სპორტსმენების წარმატებებს, თუმცა თუ გამოვტოვეთ რამე მოვლენა, ვეცდებით ამ სტატიით ყველა გამარჯვება ერთად მოვაქციოთ. ლევან გორგაძე - სუმო “ნაცუ ბაშოს” სუპერტურნირმა სტარტი ტოკიოში13 მაისს აიღო, ტურნირზე ორი ქართველი სუმოისტი: ტოჩინოშინი და გაგამარუ ასპარეზობდნენ. ტოჩინოშინმა 15 შეხვედრიდან 13 მოიგო. აღსანიშნავია ფაქტი, რომ ლევან გორგაძემ ყველა დროის საუკეთესო სუმოისტი - ჰაკუჰო დაამარცხა და ამით მონღოლების ჰეგემონია დაასრულა. სამწუხაროდ ლევანმა ბაშოძე ხელის ტრავმა მიიღო, სწორედ ამიტომ მის ანგარიშზე 2 წაგება დაიწერა - თუმცა მებრძოლი ხასიათის გამო მაინც გააგრძელა შეხვედრები და 3 თასი დაიმსახურა - ერთერთი სწორედ მებრძოლი სულისთვის. ტურნირის დამთავრების შემდეგ ტოჩინოშინი სუმოს იერარქიაში კიდევ უფრო დაწინაურდა და ოძეკი გახდა.
თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა 4 ივნისს, სტამბოლში სტარტი აიღო 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატმა თავისუფალ და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. ორივე სახეობაში ქართველმა ბიჭებმა წარმატებას მიაღწიეს. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ათი სპორტსმენიდან ექვსი მედლით დაბრუნდა სამშობლოში. ნაკრებმა 119 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ასევე გუნდური მესამე ადგილი დაიკავა - 2 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლით. კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ნუგზარ წურწუმია (55 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.) ავიდნენ.
სოფიო შაფათავა - ჩოგბურთი 2 ივნისს, ქართველი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა პორტუგალიაში საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა და 25,000$ მოიგო. შაფათავა ამინა ანშბასთან ერთად მე-2 ნომრად იყო განთესილი და 4 გამარჯვება იზეიმა.
ნაოსნობა - ზაზა ნადირაძე ბელგრადში ნაოსნობის ევროპის ჩემპიონატზე 200 მეტრ სპრინტზე ზაზა ნადირაძე ჩემპიონი გახდა. ნადირაძემ მეორე ადგილოსან რუს მეტოქეს 0.024 წამით გაასწრო. აღსანიშნავია ფაქტი, რომ წინა წელს, იმავე ტურნირზე ზაზამ ბრინჯაოს მედალი აიღო - რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ ქართველი კანოისტი ოლიმპიადიდანაც მედლით დაგვიბრუნდება.
ბორჯღალოსნები ბორჯღალოსნები 31 მაისს ფრანგ ბარბაროსებს შეხვდნენ, მატჩი ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპული გამოდგა, რადგან შეხვედრა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავს ეძღვნებოდა. ბიჭებმა მნიშვნელოვანი მატჩი გამარჯვებით დაასრულეს, ანგარიშით 16:15. მომდევნო მატჩი ბორჯღალოსნებმა ტონგასთან გამართეს და აქაც იგივე ანგარიშით 15:16 მოვიგეთ. ასეთივე წარმატებით ასპარეზობენ ახალგაზრდა ბორჯღალოსნები, მათ ჯერ ირლანდია დაამარცხეს ანგარიშით 20:24, ხოლო 12 ივნისს იაპონიის 20 წლამდელთა ნაკრები 24:22.
მკლავჭიდი სოფიაში გამართულ მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 111 მედალი მოიპოვა - აქედან 45 ოქრო. ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმა გუნდულ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე გავიდნენ ასევე ქართველი პარამკლავჭიდელები, მათ 49 მედლის მოგროვება შეძლეს - აქედან 24 ოქრო.
კალათბურთი - ზაზა ფაჩულია ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია, 9 ივნისს ზედიზედ მეორედ გახდა ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მფლობელი - “NBA-ს ჩემპიონი. ზაზას Golden State Warriors-მა კლივლენდი ფინალში ზედიზედ ოთხჯერ დაამარცხა.