Search

მამარდაშვილმა პირველი ცუდი მატჩი ჩაატარა

ფონტის ზომა
TT

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას ძირითადში ადგილი დაიმკვიდრა, მაგრამ სევილიასთან მისი ესპანური კარიერის პირველი საშინელი მატჩი შედგა.

გიორგიმ სევილიას წინააღმდეგ 3 გოლი გაუშვა და ორივე გუნდიდან ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო, მეორე გოლზე კი მან კურიოზული შეცდომა დაუშვა.

ესპანურმა მარკამ ეს შეცდომა ტურის ყველაზე კურიოზულ ეპიზოდად დაასახელა და მამარდაშვილის ცუდ მატჩს ცალკეული სტატია მიუძღვნა.

ვალენსიურმა გუნდმა მამარდაშვილის კონტრაქტი 1 მილიონის სანაცვლოდ უკვე გამოისყიდა, მაგრამ რამდენად შეინარჩუნებს ქართველი კიპერი ადგილს ძირითად შემადგენლობაში, ამას მალე ვნახავთ.

ბორდალასმა გიორგი წინა ტურშიც გააკრიტიკა, ბენზემას გამარჯვების გოლზე კარიდან ცუდად გამოსვლის გამო. შესაძლოა სევილიასთან ნაჩვენები პერფორმანსის შემდეგ ესპანელ სპეციალისტს მოთმინების ფიალა აევსოს