Search

მამარდაშვილმა მორიგი სეივით ვალენსიას ქულა მოუტანა

ფონტის ზომა
TT

გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის ეგიდით ვალენსიას შემადგენლობაში უკვე მეორე შეხვედრა ჩაატარა და თავი კიდევ ერთხელ გამოიჩინა.

ქართველმა კიპერმა კარის მშრალად შენახვა ვეღარ მოახერხა და ერთი გოლი გაუშვა, თუმცა გიორგი ეპიზოდში დამნაშავე არ ყოფილა და გაშვებული გოლი ვალენსიას მცველების კისერზეა.

"შეიძლება ითქვას რომ მამარდაშვილმა ვალენსიას 2 ტურში 3 ქულა მოუტანა. ასეთი დეტალები ამ სეზონში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება." - წერს ვალენსიას ქომაგი ტვიტერზე

მამარდაშვილის სეივი თავის გვერდზე დაპოსტა Movistar+-ს ოფიციალურმა ტვიტერის პროფილმაც, ეს ის არხია რომელიც ესპანეთში ლა ლიგას აჩვენებს.

გიორგიმ მატჩის განმავლობაში ერთ სეივზე მეტის გაკეთება ვერ მოახერხა და ამის გამო მაღალი შეფასება არ მიუღია, მაგრამ მისმა ერთმა მოგერიებულმა ბურთმა ესპანელების ყურადღება მაინც მიიქცია.