Search

მალდინის შვილმა მილანის მაისურით გაიტანა

ფონტის ზომა
TT

პაოლო მალდინის 19 წლის შვილმა დანიელ მალდინიმ მილანის შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

მალდინის გოლი

იტალიის სერია ა-ს მეექვსე ტურში მილანი სპეციას სტუმრობდა და მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვება მოახერხა.

მილანიდან გოლები დანიელ მალდინიმ და ბრაჰიმ დიასმა გაიტანეს.

დანიელი მესამე თაობის მალდინია მილანის მილანის შემადგენლობაში, მამამისი პაოლო და ბაბუამისი ჩეზარე ორივენი გუნდის კაპიტნები და გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები იყვნენ.

6 ტურის შემდეგ მილანმა 16 ქულა მოაგროვა და ჯერ-ჯერობით გუნდი დაუმარცხებელია