Search

ვიდეო: მადრიდის რეალის ყველა გოლი 2019/20 სეზონში

ფონტის ზომა
TT

მადრიდელებმა ანტირეკორდიც მოხსნეს, 2007 წლის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონს ასე ცოტა გოლი არ გაუტანია.

2006/07 სეზონში რეალმა 66 გოლი გაიტანა და ჩემპიონი მხოლოდ 76 ქულით გახდა, წელს კი რეალმა ოთხით მეტი გოლი შეაგდო.

ამ სეზონში ზინედინ ზიდანის სამწვრთნელო სტილმა რადიკალური ცვლილებები განიცადა - ზიზუს წინა ორ ლა ლიგის სრულ სეზონში, მადრიდელებმა, 41 და 44 გოლი მიიღეს საკუთარ კარებში, წელს კი მადრიდულმა კლუბმა ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ყველაზე ცოტა გოლი გაუშვა.

მადრიდელთა დაცვის სამაგალითო შედეგებმა კლუბს 21-ე საუკუნეში მეორე ზამორას ჯილდო მოუპოვა. პირველი ზამორა 2007/08 წელს იკერ კასილასმა აიღო, რომელმაც იმ სეზონში 32 გოლი გაუშვა. ტიბო კურტუამ კი წელს ზამორა მხოლოდ 20 გაშვებული გოლით მოიგო.

სამეფო კლუბის ბომბარდირი კარიმ ბენზემა გახდა, რომელმაც ლა ლიგაში 21 გოლის გატანა მოახერხა და ჩემპიონატის ბომბარდირ ლიონელ მესის მხოლოდ 4 გოლით ჩამორჩა.

ბენზემას შემდეგ ყველაზე მეტი გოლი სერხიო რამოსმა გაიტანა, რომელმაც 11 გოლით ლა ლიგის ერთ სეზონში მცველის მიერ გატანილი გოლების რეკორდიც მოხსნა.