იაპონიის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე მეორე სენსაცია შემოგვთავაზა და გერმანელების შემდეგ ფურია როხას დამარცხებაც შეძლო
E ჯგუფი ბევრის აზრით სიკვდილის ჯგუფად ითვლებოდა და ეს სახელი გამართლდა კიდეც - ბოლო ტურამდე ჯგუფიდან გასვლის შანსი ოთხივე გუნდს ჰქონდა, უკანასკნელი 90 წუთის განმავლობაში კი გამსვლელი გუნდების თანმიმდევრობა შვიდჯერ შეიცვალა
ყველაზე ამაღელვებელი პერიოდი 70-73' წუთებზე დადგა, როცა კოსტა რიკა გერმანიას, იაპონია კი ესპანეთს უგებდა და ჯგუფში ესპანელებიც და გერმანელებიც რჩებოდნენ
საბოლოოდ კოსტა რიკამ გერმანიასთან მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, მაგრამ იაპონელებმა მეორე გრანდის დამარცხებაც შეძლეს და პლეი ოფში ამაყად გავიდნენ