Search

5 მიზეზი, თუ რატომ არ იყიდის ლივერპული სუპერვარსკვლავს

ავტორი: გიორგი ლემონჯავა
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT

ლივერპული უკვე მეორე სუპერსეზონს ატარებს. ჩემპიონთა ლიგის მოგებისა და ახლა უკვე ფაქტობრივად გაფორმებული პრემიერლიგის შემდეგ, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის ირგვლივ უამრავი ჭორი აგორდა.

ყველაზე მეტ ინტერესს გუნდის ტრანსფერები წარმოადგენს. ბევრის აზრით, ლივერპულს მიღწეული წარმატებების შემდეგ ახალი სისხლი დასჭირდება. კლუბს უამრავ სუპერვარსკვლავის სახელს უკავშირებენ, თუმცა, ჩვენი აზრით, უახლოეს მომავალში ხმაურიან ტრანსფერებს არ უნდა ველოდოთ.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

5. გუნდს არ სურს სატრანფერო პოლიტიკის რადიკალურად შეცვლა

5 მიზეზი ლივერპული

უკანასკნელ პერიოდში გააქტიურდა მბაპესა და ლივერპულის შესაძლო კავშირზე ჭორები. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ფრანგმა ვუნდერკინდმა თავის სოციალურ ქსელებში ლივერპული არა ერთხელ შეაქო და საუკეთესო კლუბად მოიხსენია. თუმცა კლოპმა განაცხადა, რომ ფრანგი სუპერვარსკვლავის შეძენა კლუბის ინტერესებში არ შედის. “ასეთი კალიბრის ფეხბურთელის ყიდვა რთულია. მისი შეძენა ფაქტობრივად ნებისმიერ კლუბისთვის შეუძლებელია და ჩვენც ასეთ გუნდებს მივეკუთვნებით. რაოდენ გასაოცარი ფეხბურთელიც არ უნდა იყოს, სუფთა სპორტული ინტერესის გათვალისწინებით ვერ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა შევიძინოთ ის. მბაპე წარმოუდგენელი ფეხბურთელია, თუმცა ყველაფერი მაინც ფულის საკითხია. ამიტომ ეს გამორიცხულია. ვწუხვარ, რომ ამ ისტორიის მოკვლა მიწევს”

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

თითქმის იგივე სიტუაცია იყო ზაფხულში გარეტ ბეილთან დაკავშირებით, სადაც კლოპმა ანალოგიურ მიზეზებზე ისაუბრა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კლოპი ლივერპულში არსებული სატრანსფერო პოლიტიკით კმაყოფილია და აღებული კურსიდან გადახვევას არ გეგმავს.

4.კლოპისთვის მთავარია სისტემა

5 მიზეზი ლივერპული

კლოპის შედეგები გამართული სისტემის დამსახურებაა და არა ინდივიდუალური ფეხბურთელების. გერმანელი სპეციალისტის მთელი ფილოსოფია იმაზეა აწყობილი, რომ გუნდი არ იყოს დამოკიდებული ცალკეულ ვარსკვლავებზე და მოედანზე რომელიმე ფეხბურთელის დანაკლისი შედეგებზე არ აისახებოდეს. წლევანდელი სეზონიც ამის ნათელი მაგალითია: კლუბის ისტორიაში საუკეთესო სეზონში გუნდის ძირითად თერთმეტეულს მინდორზე ერთდ წუთიც არ გაუტარებია. სხვა მცირე ტრავმებთან ერთად, განსაკუთრებით აღსანიშნავია გუნდის 2 ლიდერის - ფაბინიოსა და ალისონის გამოტოვებული თამაშები. ამ ყველაფრის მიუხედავად, გუნდს რომელიმე ფეხბურთელის დანაკლისი შედეგებზე არ ეტყობა და კლოპის სისტემა გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გუნდს ნებისმიერი “ჭანჭიკის” უმტკივნეულოდ ჩანაცვლება შეუძლია.

3.ატმოსფერო

5 მიზეზი ლივერპული

ლივერპულის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გასახდელში არსებული კარგი ატმოსფეროა. კლუბში მყოფი ყველა ფეხბურთელი აღნიშნავს, თუ როგორ ბედნიერად გრძნობენ თავს ლივერპულში. “ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ” - ეს სიტყვები არაერთი მოთამაშიგან მოგვისმენია. ეს ყველაფერი გასაკვირი არც არის - კლოპის თითქმის 20 წლიანი კარიერის შემდეგ, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ერთ მუშტად შეკრული გუნდი და გასახდელში არსებული მეგობრული ატმოსფერო კლოპის, როგორც მწვრთნელის, ხელწერა და მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარეა. გუნდი უკვე იმყოფება თავის ზენიტში, დაკისრებულ სამუშაოს ფაქტობრივად ყველა ფეხბურთელი უმაღლეს დონეზე ასრულებს. გუნდში მოყვანილი სუპერვარსკვლავი კი, რომელსაც სხვებზე გაცილებით მაღალი ხელფასი ექნება, თანაგუნდელების ლოგიკურ უკმაყოფილებას გამოიწვევს.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

შეგვიძლია გავიხსენოთ მანჩესტერ იუნაიტედში ალექსის სანჩესის ჩავარდნილი ტრანსფერი, რომელმაც გუნდში უსიამოვნო სიტუაცია შექმნა. ჩილელი ახალწვეულის მაღალმა ხელფასმა დიდი მითქმა-მოთქმა და უსიამოვნო საუბრები გამოიწვია. უკმაყოფილება გამოთქვა პოგბას აგენტმა, ხელფასის გაზრდა მოითხოვა გუნდის ლიდერმა დე ხეამ. ამ და სხვა გამოცდილებებმა აჩვენა, რომ გუნდში არათანაბარი სახელფასო განაწილება გასახდელში სიტუაციის არევას იწვევს, რაც კლოპის ინტერესებში არ შედის.

4. ლივერპული სუპერვარსკვლავებს ქმნის

5 მიზეზი ლივერპული

“ლივერპული არ ყიდულობს სუპერვარსკვლავებს, ის მათ თავად ჰქმნის”  - განაცხადა გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა ჯიმი კარაგერმა. თუ გადავხედავთ კლოპის ლივერპულის ეპოქას, ვნახავთ, რომ კარაგერის განცხადება სრული სიმართლეა. მერსესაიდელების ყველა “დიდი” ტრანსფერი იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც გუნდში მისვლამდე ვარსკვლავის სტატუსი არ ჰქონდათ. ისინი ვარსკვლავებად ლივერპულმა აქცია: ვირჯილ ვან დაიკი, ალისონი, სადიო მანე, მუჰამედ სალაჰი. ჩამოთვლილი ფეხბურთელები გუნდში მისვლამდე მხოლოდ პერსპექტიულ ფეხბურთელებად ითვლებოდნენ, მაგრამ ვარსკლავური სტატუსი არც ერთ მათგანს გააჩნდა

5. ლივერპულს არავინ ჭირდება

5 მიზეზი კლოპი  

თუ გადავხედავთ ლივერპულის შემადგენლობას, დავინახავთ, რომ გუნდი 3 მთავარი რგოლიდან, ორში ვარსკვლავების ნაკლობებას არ უჩივის. უკანა ხაზი: მერსესაიდელებს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ჰყავთ - ალისონი გახდა კოპას საუკეთესო მეკარე, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარე და მოხვდა უეფას წლის სიმბოლურ გუნდში. დაცვაში მოთამაშე ძირითადი 4 მცველიდან, 3 არის ყველაზე ძვირადღირებული მცველების ათეულში - თანაც პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე. -ალექსანდერ-არნოლდი 110 მილიონი ფუნტი -ვირჯილ ვან დაიკი 100 მილიონი ფუნტი -ენდრიუ რობერტსონი 80 მილიონი ფუნტი

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

თავდასხმაში ლივერპულს 3 სუპერფორვარდი ჰყავს: მუჰამედ სალაჰი და სადიო მანე ყველაზე ძვირადღირებული ფორვარდების ხუთეულში ირიცხებიან 150-150 მილიონი ფუნტით. იქვეა ბრაზილიელი ფირმინო, რომელიც 90 მილიონ ფუნტად არის შეფასებული. ერთადერთი რგოლი, სადაც კლოპს სუპერვარსკვლავი არ ჰყავს, არის ნახევარდაცვა - თუმცა ეს შემთხვევითი სულაც არ არის. მეტიც, ეს გერმანელის სისტემის მახასიათებელია. გასულ სეზონში პრემიერლიგაში ყველაზე მეტი წუთი ლივერპულის ამ სამმა ნახევარმცველმა ითამაშა: ჯორჯინიო ვაინალდუმი, ჯორდან ჰენდერსონისა და ფაბინიოს ტრიომ ჯამში სულ რაღაც 5 ასისტი მოაგროვა და 90 წუთში საშუალოდ მხოლოდ 2,2 მომენტს ჰქმნიდა. შედარებისთვის, მერსესაიდელების კონკურენტ მანჩესტერ სიტის ტრიომ, ბერნარდო სილვამ, დავიდ სილვამ და ფერნანდინიომ 90 წუთში საშუალოდ შექმნილ 5,7 მომენტთან ერთად ჯამში 18 ასისტი მოაგროვა.

თუმცა ლივერპულის შუახაზში კრეატივის ნაკლებობა აუცილებლად მის სისუსტეს არ ნიშნავს. მეტიც, ეს კლოპის გადაწყვეტილებაა - ლივერპულის ნახევარმცველები არა შემქმნელები, არამედ კურატორები და დამხმარეები უფრო არიან. მარჯვენა მცველმა ალექსანდერ-არნოლდმა ასისტების რაოდენობით პრემიერლიგის რეკორდი მოხსნა. ტრენტის მსგავსად, ამ ასპექტში არც ლივერპულის მარცხენა მცველი, ენდრიუ რობერტსონი მოიკოჭლებს. რაც შეეხება წინახაზს, სალაჰის, მანესა და ფირმინოს ტრიომ გასულ სეზონში ჯამში 56 გოლი და 15 ასისტი მოაგროვა. ლივერპულის დაუღალავი სამკაციანი ნახევარდაცვა უკანახაზელებს შეტევისთვის საჭირო თავისუფლებას აძლევს. მოედანზე ჰენდერსონის, ვაინალდუმისა და ფაბინიოს მიერ გარბენილი კილომეტრები საქმეს ლივერპულის შეტევასაც უადვილებს: მათ მეტოქის კართან მაქსიმალურად ახლოს თამაშის საშუალება ეძლევათ და ყოველი დაკარგული ბურთის შემდეგ უკან ჩამოსვლა არ უწევთ. ნახევარდაცვაში მყოფი ვარსკვლავების ნაკლებობა კლოპმა საკუთარ უპირატესობად აქცია და შუახაზის კრეატივის ნაკლებობით დატოვებული ხვრელები წინა და უკანა ხაზის ეფექტურად შეკავშირებით ამოავსო. ამ მისიისთვის კი კლოპს არ სჭირდება განსაკუთრებული ვარსკვლავური სტატუსი მქონე ნახევარმცველი. ფაქტია, რომ გერმანელი სპეციალისტის მიერ აწყობილი მანქანა უნაკლოდ მუშაობს და მისთვის ლივერპულის ძრავაში ერთმანეთთან კარგად დაკავშირებული ნაწილები უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე მოოქროვილი კარკასი.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

ტოპ 10 ფილმი გემბლინგზე სანამ პოკერის ტურნირის ან ფეხბურთის მატჩის დაწყებას ელოდებით,  შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენს ფავორიტ 10 ფილმს გემბლინგზე და კომენტარებში თქვენი ვარიანტებიც შემოგვთავაზოთ. სინგლი, ექსპრესი თუ სისტემა? ალბათ ტოტალიზატორის ყველა მოყვარულს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასჩენია კითხვა, თუ რა განსხვავებაა სინგლის, ექსპრესისა და სისტემის ტიპის ბილეთებს შორის? სპორტ ტოტოს გამარჯვებულმა რეკორდული თანხა მოიგო 26 დეკემბერს სპორტ ტოტოში რეკორდული თანხა გათამაშდა. მოთამაშემ ნიკით JEMIKO თხუთმეტიდან თხუთმეტივე შედეგი გამოიცნო და 74,000 ლარი მოიგო.