Search

რა ეღირებოდნენ ლეგენდები დღევანდელ ფეხბურთში?

ავტორი: გიორგი ლემონჯავა
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT

საფეხბურთო ტრანსფერები დღეს ძალიან ძვირი ჯდება, არა? ფეხბურთელები რომლებსაც არაფერი დაუმტკიცებიათ რამდენიმე ათეულ მილიონად იყიდებიან, ხოლო კარგი მცველი გუნდს £80 მილიონი უჯდება.

ეს ყველაფერი ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივრისთვის, შესაძლოა,ძალიან რთული იყოს შესაგუებლად და ფასების ცვლის არანორმალური მაჩვენებელი სხვადასხვა ეპოქაში განხორციელებული ტრანსფერების შედარებას ძალიან რთულს ხდის. ყველაზე კარგი მეთოდი სატრანსფერო ინდექსია, რომელიც ბრიტანულმა ფინანსურმა სააგენტო TotallyMoney-მ შეიმუშავა და საფეხბურთო ინფლაციის ცნება შექმნეს, რომლითაც გამოიანგარიშეს რა ეღირებოდნენ ლეგენდარული ფეხბურთელები დღევანდელ ფეხბურთში. გთავაზობთ,ყველა დროის 10 ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს, დღევანდელი ფასით.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

10. ჟან-პიერ პაპენი - მარსელი > მილანი £10.8 მილიონი 1992 წელს, £152 მილიონი ახლა ჟან პიერ პაპენმა 1992-93 სეზონის დასაწყისში კლუბის გამოცვლა გადაწყვიტა და მარსელიდან მილანში გადაბარგდა. ეს ტრანსფერი ძალიან საინტერესო იყო, რადგან სეზონის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს სწორედ მარსელი და მილანი შეხვდნენ, პაპენი კი თავის ყოფილ გუნდთან დამარცხდა. პაპენის ტრანსფერი 1992 წელს მსოფლიო რეკორდი იყო, არადა დღევანდელი ფასებით £10.8 მილიონი ძალიან პატარა თანხაა. თუმცა, საფეხბურთო ინფლაციის გათვალისწინებით ჟან-პიერ პაპენის ტრანსფერი დღევანდელ £152 მილიონს უდრის. 9.ალენ ბოქსიჩი - მარსელი > ლაციო £9.9 მილიონი 1993 წელს, £153 მილიონი ახლა ალენ ბოქსიჩი ხორვატი თავდამსხმელი იყო, რომელმაც მარსელში გადასვლით საკუთარი კარიერა გადაარჩინა. 1991-92 სეზონში კანში მან მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა ძირითადში, რის შემდეგაც მარსელში გადავიდა, ლიგა 1-ს ბომბარდირი გახდა, ტიტული მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ტიტულიც მიაყოლა. თუმცა, მარსელს ამის შემდეგ პრობლემები დაეწყო, გუნდს ლიგა 1-ს ტიტული ჩამოართვეს და ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა აუკრძალეს, რის გამოც ბოქსიჩი გუნდიდან ლაციოში 9.9 მილიონის სანაცვლოდ წავიდა. 8.რონალდო - ინტერი > რეალი £40 მილიონი 2002 წელს, £155 მილიონი ახლა რონალდო რონალდო ნაზარიო დე ლიმას რეალში ტრანსფერი 2002 წელს განხორციელდა £40 მილიონის სანაცვლოდ, რომელიც მაშინ კოლოსალურ თანხად ითვლებოდა. თავდამსხმელი, რომელზეც ლიონელ მესის აქვს ნათქვამი, რომ საუკეთესოა ვისი თამაშიც უნახავს, დღევანდელი ფასებით £155 მილიონად გაიყიდა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ინფლაციის გათვალისწინებით არის, დღევანდელ ფეხბურთში ნაზარიოს დონის ფეხბურთელისთვის £155 მილიონი იაფადაც კი შეიძლება მოგვეჩვენოს.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

7.ზინედინ ზიდანი - იუვენტუსი > რეალი £69 მილიონი 2001 წელს, £157 მილიონი ახლა ზიდანი   ზინედინ ზიდანი ჩვენს ათეულში ყველაზე ასაკოვანია, რადგან რეალში ტრანსფერის დროს ზიზუ უკვე 29 წლის გახლდათ და კარიერის ბოლო წლებს ატარებდა. ამისდა მიუხედავად, ზიდანი რეალისთვის შესანიშნავი ინვესტიცია იყო, რომელიც გუნდს ათმაგად დაუბრუნდა. ზიდანმა რეალთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო რომლის ფინალშიც ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანა. კარიერის დასრულების შემდეგ ზიდანი გუნდის იერარქიაში დარჩა, ჩემპიონთა ლიგა მწვრთნელის ასისტენტის რანგში მოიგო, შემდეგ მწვრთნელი გახდა და გუნდს კიდევ 3 ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოუტანა. დღევანდელი თანხით ზიზუს ტრანსფერი £157 მილიონი დაჯდა. 6.რიო ფერდინანდი - ლიდსი > მანჩესტერ იუნაიტედი £41 მილიონი 2002 წელს, £159 მილიონი ახლა შეიძლება, ცოტათი გასაკვირი იყოს, მაგრამ რიო ფერდინანდი ინფლაციის გათვალისწინებით ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მცველია. 23 წლის რიო ლიდსიდან მანჩესტერში £41 მილიონის ნაცვლად გადავიდა, რაც დღევანდელი თანხით £159 მილიონია. სერ ალექს ფერგიუსონს ახალგაზრდა ტალანტებში თანხის დახარჯვა როგორც წესი ძალიან კარგად გამოსდიოდა ხოლმე და გამონაკლისი არც რიო ყოფილა. ინგლისელმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ექვსი პრემიერ ლიგის ტიტული და ერთი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რითიც მასში გაცემული ავანსები ნამდვილად გაამართლა. 5.გარეთ ბეილი - ტოტენჰემი > რეალი £90 მილიონი 2014 წელს, 166 მილიონი ახლა ბეილი ტოტენჰემიდან რეალში 2013 წელს სარეკორდო £90 მილიონის ნაცვლად გადავიდა. ამ ტრანსფერიდან უკვე 7 წელი გავიდა და დღევანდელ საფეხბურთო ბაზარზე, ეს თანხა £167 მილიონს უდრის. ბეილმა რეალთან ერთად ოთხი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რომლის ფინალებშიც სამი გოლი გაიტანა და მუდმივი ტრავმიანობის მიუხედავად, გუნდის ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

4.რომარიო - პსვ > ბარსელონა £10 მილიონი 1993 წელს, £167 მილიონი ახლა რომარიო ბარსელონას 1993 წელს პსვ-დან შეუერთდა და კატალონიელებმა მის სანაცვლოდ £10 მილიონი გადაიხადეს. რომარიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო და გოლების ნაკლებობას არც ბარსელონაში უჩივოდა, მაგრამ იოჰან კრუიფთან კონფლიქტის გამო მან გუნდი ორი სეზონის შემდეგ დატოვა.

3.კრიშტიანუ რონალდუ - მანჩესტერ იუნაიტედი > რეალი

£84 მილიონი 2009 წელს, £195 მილიონი ახლა

რონალდო რონალდუს რეალში გადასვლა ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატურგიითა და დაძაბულობით აღსავსე ტრანსფერი იყო. რონალდუმ ერთ ინტერვიუში ისიც თქვა, რომ იუნაიტედი მას მონასავით ექცეოდა. ფიფას მაშინდელმა პრეზიდენტმა სეპ ბლატერმაც კი მანჩესტერელები ნამუსზე ააგდო და თქვა, რომ გუნდში ფეხბურთელის მისი ნების წინააღმდეგ დატოვება ფეხბურთის შეურაცხყოფა იყო. საბოლოოდ, რონალდუ რეალში £84 მილიონის სანაცვლოდ გადავიდა და გუნდის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ პიროვნებადაც იქცა. 9 წლის განმავლობაში მან გუნდს უამრავი ტიტული მოაგებინა და გუნდის რეკორდების ძალიან დიდი ნაწილიც მიითვისა.

2.ნეიმარი - ბარსელონა > პსჟ

£200 მილიონი 2017 წელს, £202 მილიონი ახლა

მეორე ადგილზე ნეიმარია. ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერის თემაც პრაქტიკულად ყოველი სეზონის შემდეგ აქტუალურია ხოლმე. ნეიმარი 2017 წელს ბარსელონადან პსჟ-ში გადავიდა, რადგან თვლიდა რომ იქ უფრო დიდი სუპერვარსკვლავი გახდებოდა, მაგრამ უკვე 3 წელია ვისმენთ ჭორებს, რომ მას კატალონიაში დაბრუნება სურს. £200 მილიონი რომელიც მის ტრანსფერში დაიხარჯა ორჯერ მეტი იყო ვიდრე იქამდელი რეკორდი (პოგბაში გადახდილი £95 მილიონი) და ჯერ-ჯერობით საფეხბურთო ინფლაციამ იგი მხოლოდ მეორე ადგილზე ჩამოაგდო.

1.ჯანლუკა ვიალი - სამპდორია > იუვენტუსი

£14 მილიონი 1992 წელს, £209 მილიონი ახლა

1992 წელს ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის ფორმატში მომხდარმა ცვლილებებმა დიდწილად განაპირობა ის საფეხბურთო ლანდშაფტი, რომელსაც დღეს ვხედავთ, მაგრამ ოთხმოცდაათიანების დასაწყისში იტალია ყველაზე მდიდარი საფეხბურთო ქვეყანა იყო. ჯანლუკა ვიალი მილიონერის შვილი იყო, ამიტომ დიდი თანხები მისთვის უცხო არ ყოფილა, მაგრამ მისი დღევანდელი ფასის გადახდა თვით ვიალისაც გაუჭირდებოდა. მასში გადახდილი £14 მილიონი დღევანდელ ბაზარზე £209 მილიონი იქნებოდა.

გაწევრიანდი adjarabet.com-ის ფეისბუქ ჯგუფში და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!

ბურთი-და-მოედანის-ჰედერი

ტოპ 10 ფილმი გემბლინგზე სანამ პოკერის ტურნირის ან ფეხბურთის მატჩის დაწყებას ელოდებით,  შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენს ფავორიტ 10 ფილმს გემბლინგზე და კომენტარებში თქვენი ვარიანტებიც შემოგვთავაზოთ. სინგლი, ექსპრესი თუ სისტემა? ალბათ ტოტალიზატორის ყველა მოყვარულს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასჩენია კითხვა, თუ რა განსხვავებაა სინგლის, ექსპრესისა და სისტემის ტიპის ბილეთებს შორის? სპორტ ტოტოს გამარჯვებულმა რეკორდული თანხა მოიგო 26 დეკემბერს სპორტ ტოტოში რეკორდული თანხა გათამაშდა. მოთამაშემ ნიკით JEMIKO თხუთმეტიდან თხუთმეტივე შედეგი გამოიცნო და 74,000 ლარი მოიგო.