Search

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ფონტის ზომა
TT

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

ლაშა შავდათუაშვილის და ვაჟა მარგველაშვილის წაგებული ფინალების შემდეგ, ნავსი 21 წლის ლაშა ბექაურმა გატეხა, რომელმაც 90 კგ. წონით კატეგორიაში პირველობა არავის დაუთმო. 

ფინალურ შეხვედრაში ბექაურმა გემრანელი ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა. ქართველი ბრძოლის ვადამდე დასრულებასთანაც ახლოს იყო, როდესაც მეტოქე შებოჭა, თუმცა 3 წამით ადრე მეტოქე გაექცა. მიუხედავად ამისა, ქართველმა ძიუდოისტმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება შეძლო და კარიერაში უდიდესი გამარჯვება მოიპოვა.