Search

კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო რეკორდები ევრო 2020-ზე

ფონტის ზომა
TT

წლევანდელი ევროპის ჩემპიონატი, შესაძლოა, ისტორიაში შევიდეს როგორც ტურნირი, სადაც ყველაზე მეტი რეკორდი მოიხსნა. ამ რეკორდების უმრავლესობას კი, დიდი ალბათობით, კრიშტიანუ რონალდუ დაეუფლება.

საუკეთესო ბომბარდირი

ამჟამად პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ტურნირის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია - მას და პლატინის 9-9 გოლი აქვთ გატანილი, მაგრამ რონალდუს ამისთვის 21 მატჩი დასჭირდა, პლატინის კი 5. პირველ ადგილამდე რონალდუს მხოლოდ 1 გოლი აკლია.

საუკეთესო მეპასე

ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა, ევროს ისტორიაში, კარელ პობორსკის (8), რონალდუს კი ტურნირებზე 6 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული. აი პლეი ოფებში ასისტების რაოდენობით რონალდუ პირველ ადგილს უკვე იყოფს ჩავისთან (3) და ვან ბასტენთან (3) ერთად და დიდი შანსია, პირველ ადგილზე გადაინაცვლოს.

რონალდუ უკვე ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც გოლი 4 სხვადასხვა ევროპის ჩემპიონატზე აქვს გატანილი. წელს პორტუგალიელს შეუძლია ეს რეკორდიც გააუმჯობესოს და ასევე პირველი ფეხბურთელი გახდეს ისტორიაში, ვინც ასისტს 4 სხვადასხვა ევროზე გააკეთებს.

ყველაზე მეტი გამარჯვება

თუ ევროპის ჩემპიონატზე რონალდუ ერთ მატჩს მაინც მოიგებს, სესკ ფაბრეგასს და ანდრეს ინიესტას (11-11 მოგება) ჩამოიტოვებს და ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდება, ვინც ტურნირზე 12 მატჩი მოიგო.

ეს ასევე რონალდუს მეხუთე ევროპის ჩემპიონატი იქნება. 4-4 ევრო აქვთ ნათამაშები ბუფონს და ზლატანს, მათი ტურნირზე არ წაყვანა კი ნიშნავს, რომ რონალდუ ამ მაჩვენებლითაც რეკორდსმენი გახდება.