Search

კობი ბრაიანტი გარდაიცვალა - როგორ გამოეხმაურა ტრაგედიას მსოფლიო?

ავტორი: გიორგი ლემონჯავა
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT

კობი ბრაიანტი კვირას კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლეგენდა და NBA-ს ხუთგზის ჩემპიონი, სულ რაღაც, 41 წლის იყო.

ტრაგიკულ შემთხვევას კობის 13 წლის ქალიშვილი, ჯიანაც ემსხვერპლა. ბრაიანტის სიკვდილი მთელი მსოფლიოსთვის შოკისმომგვრელი იყო. “მამბა” სპორტის გულშემატკივრებს მუდმივად ემახსოვრებათ, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო. ტრაგედიას უამრავი სპორტსმენი გამოეხმაურა:

დირკ ნოვიცკი: "ამ ამბავმა ჩემზე ძალიან მძიმედ იმოქმედა. მახსოვს ყოველი მატჩის შემდეგ სახლში მოვდიოდი და ვუყურებდი როგორ დომინირებდი მეოთხე მეოთხედში! შენ ძალიან ბევრი ადამიანი შთააგონე, მათ შორის მეც. ყოველთვის მოგვენატრები. ყოველთვის გვემახსოვრები. ყოველთვის გვეყვარები მშვიდობით განისვენე შენს ანგელოზ ჯიჯისთან ერთად. ახლა ვანესას, გოგოების, მეგობრების და ოჯახის წევრების გვერდით დგომაა საჭირო!"

მარკ კუბანი (დალასის მფლობელი): "შოკირებულები და დამწუხრებულები ვართ კობი ბრაიანტის და მისი ქალიშვილის გარდაცვალების ამბით. კობი ჩვენი სპორტის ამბასადორი იყო, ლეგენდა და საერთაშორისო იკონი. მაგრამ, რაც მთავარია, მოსიყვარულე მამა. კობის მემკვიდრეობა კალათბურთით არ შემოიფარგლება, ჩვენმა ორგანიზაციამ კი გადაწყვიტა დალას მავერიკის არცერთ კალათბურთელს 24 ნომერი აღარასდროს აღარ ეცვას. მთელი გულით ვუსამძიმრებთ ამ ტრაგედიის ყველა მსხვერპლის ოჯახის წევრებს. ვლოცულობთ ვანესასთვის და კობის ოჯახისთვის, ლეიკერსისთვის და კობი ბრაიანტის ფანებისთვის."

მაიკლ ჯორდანი: "კობის და ჯიანას ამბავმა შოკში ჩამაგდო. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ტკივილს, რომელსაც განვიცდი. კობი მიყვარდა  - ის ჩემი უმცროსი ძმასავით იყო. ძალიან ხშირად ვსაუბრობდით და ეს დიალოგები ძალიან მომენატრება. ის სამაგალითო კონკურენტი და კალათბურთის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. ყველაფერთან ერთად, კობი გამორჩეული მამაც გახლდათ, რომელსაც მისი ოჯახი ძალიან უყვარდა და მისი შვილის კალათბურთის სიყვარულით ამაყობდა. მე და ივეტი ვუსამძიმრებთ ვანესას, ლეიკერსს და ყველა კალათბურთის გულშემატკივარს."

მეჯიქ ჯონსონი: “პოსტის დაწერას ვცდილობ, მაგრამ ძალიან არეული ვარ. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ იმას, რომ კობი და მისი პატარა ქალიშვილი გარდაიცვალნენ, მთელი დილაა ცრემლები მომდის. მე და ქუქი გულგატეხილები ვართ”

ბარაკ ობამა: "კობი ბრაიანტი ლეგენდა იყო პარკეტზე და სულ ახლახანს ჰქონდა დაწყებული მისი ცხოვრების მეორე ნაწილი. ჯიანას გარდაცვალება ყველა მშობლისთვის შემზარავი ამბავი იყო. მე და მიშელი ვუსამძიმრებთ და ვლოცულობთ ვანესასთვის და ბრაიანტის მთლიანი ოჯახისთვის."

კრიშტიანუ რონალდუ: "ძალიან დამწუხრებული და გულგატეხილი ვარ კობის და ჯიანას გარდაცვალებით. კობი ნამდვილი ლეგენდა და შთაგონების წყარო იყო უამრავი ადამიანისთვის. ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს. RIP ლეგენდავ"

ნოვაკ ჯოკოვიჩი: "მთელი გულით განვიცდი დღევანდელ ამბავს. კობი ბრაიანტი შესანიშნავი მენტორი და მეგობარი იყო. არ არსებობს სიტყვები, რომლითაც შემიძლია გადმოვცე როგორ ვუთანაგრძნობ ბრაიანტებს და ყველა ოჯახს, რომელიც ამ ტრაგედიამ გააუბედურა."

 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 

My heart truly mourns over the news today. Kobe was a great mentor and friend. There are not enough words to express my deepest sympathies to the Bryants and every family suffering from this tragedy. May God bless you and your Gianna. Thank you for being there for me and inspiring the entire world. Thank you for showing all of us athletes how to compete and respect sport. Thank you for the greatest legacy you leave behind with us. I’ll never forget your smile spreading positive energy everywhere you went. You and your daughter will live forever ♾ in our hearts ❤️. RIP amico mio. Ti voglio bene.

A post shared by Novak Djokovic (@djokernole) on

შაკილ ო’ნილი: “კობი ბრაიანტი ბევრად მეტი იყო ვიდრე ათლეტი, ის ოჯახის კაცი იყო. ყველაზე მეტად ეს გვაერთიანებდა. მის შვილებს ისე ვეხუტებოდი, როგორც საკუთარს, ის კი ჩემს შვილებს ექცეოდა ისე, როგორც მისას. ჯიჯი იგივე დღეს დაიბადა, რა დღესაც ჩემი უმცროსი შვილი, მიარა.”

ტონი პარკერი: "გულგატეხილი ვარ. შენ ნამდვილი ლეგენდა და მეგობარი იყავი. მშვიდობით განისვენე კობი, ვუსამძიმრებ და ვლოცულობ მისი ცოლშვილისთვის."

კობის გარდაცვალება ყველა პარკეტზე განიცადეს, სადაც გუშინ თამაშები ჩატარდა.

ლიონელ მესი: "სიტყვები არ მყოფნის.. ძალიან დიდი სიყვარული კობის ოჯახსა და მეგობრებს. დიდი პატივი იყო შენთან მეგობრობა და დროის ერთად გატარება. შენნაირი გენიოსი სულ რამდენიმე არსებობდა."

 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 

No tengo palabras... Todo mi cariño para la familia y amigos de Kobe. Fue un placer conocerle y compartir buenos momentos juntos. Se nos fue un genio como pocos.

A post shared by Leo Messi (@leomessi) on

დემარ დეროზანი: “კობი რომ არა, მე აქ არ ვიქნებოდი. სიყვარული, ვნება და შემართება, რომელიც მაქვს, სწორედ კობისგან მოდის.”

კობის პატივი მიაგო ნეიმარმაც, რომელმაც გოლის შემდეგ რიცხვი "24" აღმართა.

ზაზა ფაჩულია: "შეუძლებელია ეს სიმართლე იყოს.."

გოგა ბითაძე: "მშვიდობით განისვენე, კობი ბრაიანტ"

კავაი ლეონარდი: "მას ვიცნობდი და ვიცი, ენდომებოდა რომ პარკეტზე გამოვსულიყავი და მეთამაშა."

კამერებმა ლებრონ ჯეიმსიც დააფიქსირეს, რომელიც აეროპორტში ტიროდა.