Search

კლოპის ლივერპულის 5 ყველაზე გიჟური მატჩი

ავტორი: გიორგი ლემონჯავა
ლინკი დაკოპირდა arrow down share iconლინკის კოპირება
ფონტის ზომა
TT

იურგენ კლოპმა ენფილდის ტრიბუნებს ბედნიერება დაუბრუნა, სრულიად საფეხბურთო სამყაროს კი - ლივერპული. მერსესაიდულმა კლუბმა გერმანელი თავკაცის მოსვლის შემდეგ 3 ევროტურნირი ითამაშა..

იურგენ კლოპმა ენფილდის ტრიბუნებს ბედნიერება დაუბრუნა, სრულიად საფეხბურთო სამყაროს კი - ლივერპული. მერსესაიდულმა კლუბმა გერმანელი თავკაცის მოსვლის შემდეგ 3 ევროტურნირი ითამაშა და სამივეს ფინალში გავიდა, მიმდინარე სეზონში კი შესაძლოა ყველაზე მალე მოგებული პრემიერ ლიგის რეკორდი მოხსნას. რაც მთავარია, ლივერპული მაყურებლებს იმას სთავაზობს რაც ამ გუნდისგან ყველაზე მეტად უყვართ - უხვგოლიან, დაუვიწყარ, სანახაობრივ მატჩებს. გთავაზობთ 5 ყველაზე "გიჟურ" მატჩს, რომელიც იურგენ კლოპის მოსვლის შემდეგ ლივერპულმა ჩაატარა.

ლივერპული 5:5 (5:4) არსენალი

ლივერპულის და არსენალის დაპირისპირება ინგლისის ლიგის თასის ისტორიაში ყველაზე უხვგოლიანია, გუნდები ერთმანეთს ამ ტურნირზე 15-ჯერ შეხვდნენ და 47 გოლი გაიტანეს, ყველაზე შედეგიანი კი მათი 2019 წლის დაპირისპირება იყო. 10 გოლიანი ფრის შემდეგ, ლივერპულმა არსენალი პენალტების სერიაში დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა. 70' წუთზე უილოკის გატანილი გოლის შემდეგ, არსენალს მოგებამდე წუთები აშორებდა, მაგრამ ორიჯიმ ანგარიში 94' წუთზე გაათანაბრა და მერსესაიდელები გადაარჩინა.

ნორვიჩი 4:5 ლივერპული

ლივერპული იანვარს ისე ამთავრებდა, რომ 2016 წელს ჯერ ერთ გამარჯვებაც არ ჰქონდათ მოპოვებული. ნორვიჩის წინააღმდეგ მათი მატჩისგან ბევრს არავინ არაფერს ელოდა, მითუმეტეს იმას, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სანახაობრივ მატჩს იხილავდნენ, მაგრამ სწორედ ასე მოხდა. რობერტო ფირმინომ ანგარიში გახსნა, რის შემდეგაც ნორვიჩელებმა 3 უპასუხო გოლი გაიტანეს და 54′ წუთზე დამაჯერებლად იგებდნენ, მაგრამ ლივერპულმა მომდევნო 8 წუთში ორი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. 75′ წუთზე ჯეიმს მილნერის გოლით ლივერპული დაწინაურდა, სებასტიან ბასონგმა კი ანგარიში 92′ წუთზე გაათანაბრა და ყველას ეგონა, რომ მატჩი ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ 95′ წუთზე ადამ ლალანამ ლივერპულს გამარჯვება მოუტანა და პატარა პრევიუ შემოგვთავაზა იმისი, თუ რა გველოდებოდა იურგენ კლოპის ლივერპულისგან მომდევნო წლებში.

ლივერპული 4:3 დორტმუნდი

პირველ ევროპულ სეზონში, იურგენ კლოპმა საფინალო გზაზე მისი ყოფილი გუნდი, დორტმუნდის ბორუსია დაამარცხა და ენფილდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ქამბექიც მოაწყო. მატჩის განმავლობაში, იურგენ კლოპის გუნდს ორჯერ სჭირდებოდა სამი გოლი გასასვლელად (0:2-ზე და 1:3-ზე), მაგრამ დამატებით დროში გატანილი გოლის წყალობით, შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. დორტმუნდმა მესამე გოლი 57' წუთზე გაიტანა და ყველაფერი თითქოს დასრულებული იყო, მომდევნო წუთებში გერმანელებმა უამრავი მომენტი გაანიავეს და მოდუნდნენ, რამაც ლივერპულს მატჩში დაბრუნების საშუალება მისცა.

ლივერპული 4:3 სიტი

2017-18 სეზონში მანჩესტერ სიტი შეუჩერებელი ჩანდა. ქალაქელებმა პირველ 22 ტურში 20 მატჩი მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს, რა დროსაც ყველა დაუმარცხებელ სეზონზე იყო ალაპარაკებული. პარალელურად, ლივერპული ფილიპე კოუტინიოს წასვლის შემდეგ პირველ მატჩს თამაშობდა ენფილდზე და ყველა ელოდა, რომ მერსესაიდელები დასუსტებულები იქნებოდნენ. მაგრამ ის ვარაუდები, რომელიც ექსპერტებს ამ მატჩის წინ ქონდათ არ გამართლდა. ის რაც ენფილდზე მოხდა, ლოგიკური არ ყოფილა, მაგრამ კლოპის ეფექტი იყო. მატჩის პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა, მაგრამ 59' წუთიდან მიყოლებული, ლივერპულმა 8 წუთიან მონაკვეთში სამი გოლი გაიტანა და ისეთი უპირატესობა მოიპოვა, რომლის დაძლევაც სიტიმ ვეღარ შეძლო.

ლივერპული 4:0 ბარსელონა

ლივერპულს ინგლისურ გუნდებს შორის ყველაზე მეტი, 6 ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული. მერსესაიდელებს ჩვევაც ჩამოუყალიბდათ, რომ როცა ევროპის ჩემპიონები ხდებიან, ამას ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ქამბექის ფონზე აკეთებენ ხოლმე. სტამბულში მილანის წინააღმდეგ შემობრუნებული საოცარი მატჩიდან 15 წლის შემდეგ, ლივერპულმა იგივე ამჯერად სახლში, ბარსელონას წინააღმდეგ გააკეთა და ტურნირის თანამედროვე ისტორიაში (1992 წლიდან) პირველი გუნდი გახდა, ვინც პლეი ოფის პირველი მატჩის სამბურთიანი სხვაობით წაგებისდა მიუხედავად შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხა.

ტოპ 10 ფილმი გემბლინგზე სანამ პოკერის ტურნირის ან ფეხბურთის მატჩის დაწყებას ელოდებით,  შეგიძლიათ თვალი გადაავლოთ ჩვენს ფავორიტ 10 ფილმს გემბლინგზე და კომენტარებში თქვენი ვარიანტებიც შემოგვთავაზოთ. სინგლი, ექსპრესი თუ სისტემა? ალბათ ტოტალიზატორის ყველა მოყვარულს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გასჩენია კითხვა, თუ რა განსხვავებაა სინგლის, ექსპრესისა და სისტემის ტიპის ბილეთებს შორის? სპორტ ტოტოს გამარჯვებულმა რეკორდული თანხა მოიგო 26 დეკემბერს სპორტ ტოტოში რეკორდული თანხა გათამაშდა. მოთამაშემ ნიკით JEMIKO თხუთმეტიდან თხუთმეტივე შედეგი გამოიცნო და 74,000 ლარი მოიგო.