Search

კიტეიშვილმა შტურმ გრაცს მატჩი მოაგებინა

ფონტის ზომა
TT

 

ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში ოთარ კიტეიშვილის შტურმ გრაცი სლოვენიას ეწვია და გასვლითი მატჩი 1:3 მოიგო.

ამ გამარჯვებით ავსტრიულმა კლუბმა ჯგუფურ ეტაპზე გასვლა თითქმის გაინაღდა, გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი სწორედ ქართველი ფეხბურთელი გახდა.

18' წუთზე კიტეიშვილის წინააღმდეგ მეტოქის საჯარიმოში თამაშის წესები დაირღვა, ოთარის მოპოვებული პენალტი კი მისმა გუნდელმა ზუსტად გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.

60' წუთზე კი იებოას ჩაწოდების შემდეგ ქართველმა თავური დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა.

ეს კიტეიშვილისთვის მიმდინარე სეზონში უკვე მესამე გოლია, ოთარმა აქამდე თავი ერთხელ ავსტრიის ბუნდესლიგაში, ხოლო ერთხელ ავსტრიის თასზე გამოიჩინა.