Search

კენდრიკის ალბომები როგორც საჩემპიონო თილისმა

ფონტის ზომა
TT

სტეფ კარის, კლეი ტომპსონისა და დრეიმონდ გრინის დინასტიამ უკანასკნელ 8 წელიწადში 4 ჩემპიონობა იზეიმა: 2015, 2017, 2018 და 2022 წლებში.
საინტერესოა, რომ ყოველ წელს, როცა გოლდენ სტეიტი ჩემპიონი ხდებოდა, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკელი ჰიფ-ჰოფ არტისტი კენდრიკ ლამარი ალბომს უშვებდა.

2015 წელი: გოლდენ სტეიტი ამარცხებს კლივლენდს
კენდრიკი უშვებს ალბომს სახელწოდებით To Pimp a Butterfly



2017 წელი: გოლდენ სტეიტი ამარცხებს კლივლენდს
გამოდის კენდრიკის ალბომი სახელწოდებით: DAMN.



2018 წელი: გოლდენ სტეიტი კვლავ ზეიმობს ჩემპიონობას და კენდრიკიც ზედიზედ მეორე წელი ახალ ალბომს გვთავაზობს Black Panther: The Album


ამის შემდეგ, გოლდენ სტეიტში საკმაოდ რთული პერიოდი იწყება: გუნდი დატოვა კევინ დურანტმა, გუნდში მიეწყო საშინელი ტრავმების სერია - გოლდენ სტეიტს საჩემპიონო რბოლაში არავინ განიხილავდა. თავის მუსიკალურ კარიერაში კარგა ხნიანი შესვენება ჰქონდა კენდრიკ ლამარსაც, რომლის ახალ ალბომსაც ფანები არაერთი წელი ელოდნენ.
დადგა 2022 წელი და კენდრიკ ლამარმა თავისი ახალი ალბომი დაანონსა, რომელიც გაზაფხულის ბოლოს ოფიციალურად გამოვიდა Mr. Morale & The Big Steppers.
რამდენიმე კვირაში სტეფ კარიმ და გოლდენ სტეიტის ამჟამინდელმა დინასტიამ თავისი მეოთხე ჩემპიონობა იზეიმა


დამთხვევების ეს სერია არც გოლდენ სტეიტის კალათბურთელებს გამოჰპარვიათ: დრეიმონდ გრინმა, ბოსტონთან გამარჯვების მომდევნო დღეს ტვიტერზე დაწერა, რომ იმედი აქვს, კენდრიკი ახალ ალბომს 2023 წელსაც გამოუშვებს, რადგან გოლდენ სტეიტში ჩემპიონობის მოგება მომდევნო წელსაც ელოდებიან