Search

ჰალანდის საოცარი გოლი ზლატანის სტილში

ფონტის ზომა
TT

ერლინგ ჰალანდი თავის საოცარ სერიას განაგრძობს - ნორვეგიელ თავდამსხმელს მიმდინარე სეზონში უკვე 11 გოლი დაუგროვდა.

ჰალანდმა უკანასკნელი ტურის შეხვედრაში უნიონ ბერლინის კარში დუბლი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში რობერტ ლევანდოვსკის გადაუსწრო.

ნორვეგიელს და პოლონელს 7-7 გოლი აქვთ, მაგრამ ჰალანდი 4 საგოლე გადაცემის წყალობით პირველ ადგილს იკავებს.

ეს ბორუსიელებისთვის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო, ერლინგს კი ზედიზედ მეშვიდე ოფიციალურ მატჩში დაუგროვდა გოლი.