Search

გიორგი ქინქლაძის ყველა გოლი პრემიერ ლიგაში

ფონტის ზომა
TT

გიორგი ქინქლაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ინგლისში მის გოლებს დღემდე იხსენებენ ხოლმე.

ქინქლაძეს პრემიერ ლიგაში სულ 7 გოლი აქვს გატანილი, აქედან 4 მანჩესტერ სიტის შემადგენლობაში, დანარჩენი 3 კი დერბი ქაუნთიში თამაშისას.

v ასტონ ვილა

გიორგი ქინქლაძის პირველი გოლი პრემიერ ლიგაში ასტონ ვილას წინააღმდეგ, მატჩის 84' წუთზე გავიდა და სიტის მინიმალური ანგარიშით გამარჯვება მოუტანა.

v მიდლსბრო

ქინქლაძის გოლი მიდლსბროს კარში ერთ-ერთი საუკეთესო ქართული გოლია პრემიერ ლიგაში.

v საუთჰემპტონი

გიორგის გოლი საუთჰემპტონის კარში პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო გოლად დასახელდა და სეზონის საუკეთესო გოლის დაჯილდოვებაში მეორე ადგილი აიღო.

v საუთჰემპტონი (დუბლი)

ქინქიმ საუთჰემპტონთან იმ ლეგენდარული გოლის მატჩში მეორე ბურთიც შეაგდო და ერთადერთი "ქართული დუბლი" შეასრულა პრემიერ ლიგის ისტორიაში.

v უიმბლდონი

ქართველმა ნახევარმცველმა სიტის შემდეგ ინგლისური კარიერა დერბი ქაუნთიში გააგრძელა, სადაც კიდევ 3 გოლი გაიტანა.

v ლიდს იუნაიტედი

დერბიში გატანილი 3 გოლიდან, ქინქლაძის ყველაზე ლამაზი შემოქმედება ლიდს იუნაიტედის წინააღმდეგ გატანილი ბურთი იყო.

ქინქლაძე თამაშში 73' წუთზე ჩაერთო, 75' წუთზე კი მეტოქის ორი მცველი მოატყუა და შესანიშნავი გოლი გაიტანა.

v ლესტერი

პრემიერ ლიგაში თავისი უკანასკნელი გოლი ქინქლაძემ ლესტერს გაუტანა.