Search

ვიდეო: გიორგი მამარდაშვილის ყველა სეივი რეალის წინააღმდეგ

ფონტის ზომა
TT

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას რიგებში პირველი მარცხი განიცადა, თუმცა ამასთან ერთად გიორგიმ პირადი რეკორდის მოხსნა შეძლო და რეალის წინააღმდეგ 8 სეივი შეასრულა.

5 ტურის შემდეგ გიორგის 4 გოლი აქვს გაშვებული, რაც საკმაოდ კარგი შედეგია და რეალთან წაგებამ როგორც წესი გიორგის ძირითად შემადგენლობაში თამაშს დიდი საფრთხე არ უნდა შეუქმნას.

თუმცა, მადრიდის რეალის მეორე გოლის ეპიზოდში გიორგიმ კარი უხერხულად დატოვა, რაც მაგალითად Whoscored-მა გოლის გაშვების გამომწვევ შეცდომად შეაფასა და გიორგის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაუგდო.

თუმცა, ესპანურ პრესაში გიორგის იცავენ და მისი პერფორმანსი ლეგენდარულმა სანტიაგო კანისარესმაც შეაქო.

მომდევნო ტურში ვალენსია სევილიას ესტუმრება და იოლი მატჩი გუნდს არც იქ ელის, ქართველ გულშემატკივარს კი იმედი აქვს რომ მამარდაშვილი კვლავ ძირითადში იდგება.