Search

9 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ ქართულ ჰოკეიზე

ფონტის ზომა
TT

და 6 გუნდს შორის პირველი ადგილი დაიმსახურა, რითაც მეორე დივიზიონში გადავიდა. მათი ეს ისტორიული წარმატება ყველას გვახარებს, თუმცა საკუთარ ჰოკეის ნაკრებზე ძალიან ცოტა რამ ვიცით. ეს კი ის გამორჩეული ფაქტებია, რომელიც ქართული ჰოკეის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ. 1. საქართველოს ყინულის ჰოკეის ფედერაცია 2004 წელს დაარსდა. 2009 წლიდან ის ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის (IIHF) წევრია. აქამდე ყველაზე დიდი მიღწევა 2016 წელს მოგებული მე-2 ადგილის თასი იყო, თუმცა წელს ბევრად დიდი წარმატება გვხვდა წილად.   2. გუნდის პირველი საერთაშორისო მატჩი 2010 წლის 12 აპრილს შედგა. ეს იყო ამხანაგური მატჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წინააღმდეგ, რომელიც საკმაოდ დიდი წაგებით (8-1) დავასრულეთ, თუმცა მას შემდეგ გუნდმა შესამჩნევი პროგრესი განიცადა.   3. მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნულ ნაკრებს დებიუტი 2013 წელს ჰქონდა. მოცემულ წელს მონღოლეთს, საბერძნეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს ვეთამაშეთ.    4. 2016 წელს ანკარაში ყინულის მოედნის გახსნისადმი მიძღვნილ ტურნირზე პირველი ადგილი ავიღეთ. ტიტულის მოსაპოვებლად ბოსნია და ჰერცოგოვინა (25 ივნისს: 9-2, 26 ივნისს: 14-2) და მასპინძელი ქვეყანა, თურქეთი (27 ივნისს: 8-1) დავამარცხეთ.   5. მსოფლიო რეიტინგში საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრებმა 4 ადგილით ზემოთ გადაინაცვლა და ამჟამად 41-ე ადგილზეა.   6. ნაკრების დევიზია:ერთი სიცოცხლე, ერთი ოცნება, ერთი გუნდი - ერთადერთი!”   7. ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის დირექტორატის მიერ მე-3 დივიზიონის საუკეთესო ფორვარდად ალექსანდრე ჟუჟუნაშვილი დასახელდა.   8. ჩინეთის ტაიპეისთან მოგებული მატჩის დასასრულს, ქართველმა ფორვარდმა, ვასილჩენკომ, შეყვარებულს ხელი სთხოვა, რაზეც რასაკვირველია დადებითი პასუხი მიიღო და მაყურებლის ოვაციაც დაიმსახურა. [embed]https://youtu.be/5382OZiX8UI[/embed]   9. გუნდმა ყველაზე დიდი მოგება 2017 წლის 13 აპრილს მოიპოვა. ეს იყო 19 - 0 არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ. წლევანდელი წარმატებიდან გამომდინარე, 2019 წელს ჩვენი ჰოკეის გუნდი უკვე მეორე დივიზიონის B ჯგუფში იასპარეზებს და მოწინააღმდეგეებად ისრაელი, მექსიკა, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ კორეა და მეორე დივიზიონის A ჯგუფის ბოლო ადგილზე გასული გუნდი ეყოლება. უგულშემატკივრეთ ქართულ ჰოკეის. ???