Search

გასული დეკადის 20 საუკეთესო მეკარე

ფონტის ზომა
TT

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ უკანასკნელი დეკადის 20 საუკეთესო მეკარე დაასახელა.

1 მანუელ ნოიერი

პირველი ადგილი მანუელ ნოიერმა დაიკავა. გერმანელმა გასულ დეკადაში ბუნდესლიგა 8-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო - თანაც ორივეჯერ ტრებლით.

2014 წელს გერმანიის ნაკრებთან ერთად ჩემპიონობა იზეიმა და ოქროს ხელთათმანის ჯილდოც დაიმსახურა. გახდა წლის ფეხბურთელი გერმანიაში და მიიღო სხვა მრავალი ინდივიდუალური ჯილდო.




2 ჯანლუიჯი ბუფონი

მეორე ადგილი ჯანლუიჯი ბუფონს ერგო. გასულ დეკადაში იტალიელმა სერია ა-ს მოგება 8-ჯერ შეძლო. 2016-2017 წლების სეზონში დასახელდა სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად.

იმავე სეზონში უეფას მიერ დასახელდა წლის საუკეთესო მეკარედ. 2017 წელს ოქროს ბურთის ნომინაციაში დაიკავა მე4 ადგილი.




3 ტიბო კურტუა

მესამე ადგილი ტიბო კურტუას ერგო. ბელგიელმა გასულ დეკადაში ორჯერ მოიგო ლა ლიგა, ორჯერ პრემიერლიგა. ატლეტიკოს რიგებში მან ევროპა ლიგის და უეფას სუპერთასის მოგებაც შეძლო.

2016-2017 წლებში მოიგო პრემიერლიგის ოქროს ხელთათმანი, ასევე 2018 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ხელთათმანი.




სიის დარჩენილი ნაწილი შემდეგნაირად გამოიყურება:

4 უგო ლორისი

5 კეილორ ნავასი

6 იან ობლაკი

7 პეტერ ჩეხი

8 მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

9 დავიდ დე ხეა

10 იკერ კასილასი

11 ალისონ ბეკერი

12 კლაუდიო ბრავო

13 ვიქტორ ვალდესი

14 სამირ ჰანდანოვიჩი

15 ჯო ჰარტი

16 დანიელ სუბაშიჩი

17 რუი პატრისიო

18 ფერნანდო მუსლერა

19 სერხიო რომერო

20 ედერსონ მორაეში

IFFHS არის ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს ფეხბურთის ისტორიასა და სტატისტიკას. დაარსდა 1984 წლის 27 მარტს ლაიფციგში, ფიფა-ს გენერალური მდივნის, ჰელმუტ კეზერის დახმარებით