Search

ფლიკის გერმანია დაგვემშვიდობა

ფონტის ზომა
TT

ჰანსი ფლიკის გერმანია 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ჯგუფურ ეტაპზევე გამოეთიშა და ჯერ-ჯერობით მუნდიალის მთავარი სენსაცია დააფიქსირა

მსოფლიო ჩემპიონატის არსებობის პირველი 77 წლის მანძილზე, გერმანელების ყველაზე ცუდი შედეგი მუნდიალზე მეოთხედფინალი გახლდათ

2018 წელს კი რუსეთში ჯგუფში ჩარჩენით იოახიმ ლიოვის შეგირდებმა ანტირეკორდი მოხსნეს და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლიეს

ჰანსი ფლიკის გუნდმა ეს ანტირეკორდი გაიმეორა და გერმანიის ნაკრები ზედიზედ მეორედ ჩატოვა ჯგუფში

გერმანელებმა პირველ ტურში იაპონიასთან წააგეს, შემდეგ ესპანეთთან ფრე ითამაშეს და ბოლო ტურში კოსტა რიკა დაამარცხეს - ზუსტად ასეთი შედეგები აჩვენა ესპანეთმაც, მაგრამ ყველაფერი ბურთების სხვაობამ გადაწყვიტა

გერმანელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 4 ბურთის გატანა დააკლდათ