Search

ფეხბურთელთა შეფასებები - კოსოვო 1:2 საქართველო

ფონტის ზომა
TT

საქართველოს ნაკრებმა 2012 წლის 8 სექტემბრის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე პირველი გამარჯვების მოპოვება შეძლო.

Whoscored-ის ვერსიით საქართველოს ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი გურამ კაშია იყო.

გურამ კაშია - 7.11

გურამ კაშიამ მორიგი შესანიშნავი დაცვითი პერფორმანსი შემოგვთავაზა და ორივე გუნდიდან ყველაზე მეტი ჩაჭრა (9) და ართმევა (4) ჰქონდა.

გურამმა ამ შეხვედრაში მეტი შეტევა მოიგერია, ვიდრე მთელმა კოსოვოს ნაკრებმა ერთად.

გიორგი წიტაიშვილი - 7.07

გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებიდან შეტევაში ყველაზე დიდ ხიფათს ჰქმნიდა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს რომ გიორგიმ ყველაზე მეტი (5) წარმატებული დრიბლინგი განახორციელა.

გიორგის გარდა, არცერთ სხვა მოთამაშეს 1-ზე მეტი წარმატებული დრიბლიც არ შეუსრულებია.

ზურიკო დავითაშვილი - 6.99

ზურიკო დავითაშვილი თამაშში 72' წუთზე ჩაერთო და გამარჯვების გოლი გაიტანა.

20 წლის ფეხბურთელისთვის ეს საქართველოს ნაკრებში მეორე გოლი იყო.

თორნიკე ოქრიაშვილი - 6.94

თორნიკე ოქრიაშვილმა საქართველოს ნაკრების მაისურით თავისი მე-13 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლევან კობიაშვილსა და გიორგი დემეტრაძეს გადაუსწრო.

თორნიკეზე მეტი გოლი ნაკრებში მხოლოდ ალექსანდრე იაშვილს (14) თემურ ქეცბაიას (17) და შოთა არველაძეს (26) აქვთ.

გურამ გიორბელიძე - 6.94

ვალერი გვილია - 6.92

ოთარ კაკაბაძე - 6.8

საბა ლობჟანიძე - 6.77

გიორგი ლორია - 6.7

ნიკა კვეკვესკირი - 6.6

გრიგოლ ჩაბრაძე - 6.3

ლაშა დვალი - 6.3

ირაკლი აზაროვი - 6.2

ვლადიმერ მამუჩაშვილი - 6.0

ხვიჩა კვარაცხელია - 5.8