Search

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის 5 საუკეთესო ფეხბურთელი

ფონტის ზომა
TT

5.მარკუს ტურამი - 8.9

მარკუს ტურამის მამას მადრიდის რეალის გამწარება ძალიან უყვარდა, ლეგენდარულ ფრანგ მცველს ბლანკოსი ჩემპიონთა ლიგიდან ორჯერ ჰყავს გაგდებული.

მარკუსიც, როგორც ჩანს, მამამისის კვალს მიყვება, გლადბახის თავდამსხმელმა მადრიდელებს დუბლი შეუსრულა და ჩემპიონთა ლიგის 13 გზის გამარჯვებულ გუნდს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

4.მარკოს აკუნია - 9.0

სევილია - რენის მატჩი ესპანელების გამარჯვებით დასრულდა, შეხვედრის მთავარი ვარსკვლავი კი 29 წლის მარცხენა მცველი გახლდათ, რომელმაც მატჩის ერთადერთი გოლი შექმნა - სწორედ აკუნიას შესანიშნავი პასის შემდეგ გახსნა ანგარიში ლუკ დე იონგმა.

აკუნიამ ყველაზე მეტი, 5 წარმატებული დრიბლინგი და 3 წარმატებული ვარდნაც განახორციელა და თავის გუნდელებს 5 საკვანძო გადაცემა გაუკეთა.

3.მარკუს რაშფორდი - 9.2

იუნაიტედმა პსჟ-ს დამარცხების შემდეგ, გერმანული ლაიპციგი მიწასთან გაასწორა. ბუქმეიქერები დაძაბულ მატჩს ელოდნენ, თუმცა შეხვედრა ინგლისელებმა ხუთბურთიანი სხვაობით მოიგეს.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მარკუს რაშფორდი დასახელდა, რომელმაც ნაგელსმანის გუნდს 3 გოლი გაუტანა და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

2.კილიან მბაპე - 9.3

იუნაიტედთან დამარცხების შემდეგ, პსჟ-მ თურქეთში საჭირო ქულები მოიპოვა და გერმანულ ლაიპციგს ქულებით გაუთანაბრდა.

დუბლი მოიზე კინმა შეასრულა, თუმცა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კილიან მბაპე დასახელდა, რომელმაც 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მბაპეს მიმდინარე სეზონის 7 მატჩში უკვე 12 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული და შესანიშნავ ფორმაშია.

1.ჟოაო ფელიქსი - 9.9

"ეს არის ჟოაო ფელიქსი! სწორედ ასეთი ჟოაოს ნახვა გვინდა ყველას!" - ასე შეაფასა ახალგაზრდა პორტუგალიელის ზალცბურგთან ნაჩვენები თამაში ატლეტიკოს თავკაცმა, დიეგო სიმეონემ.

ფელიქსმა ავსტრიელების წინააღმდეგ კარში 7-ჯერ დაარტყა, საიდანაც 2 გოლი გაიტანა, 1 ეპიზოდში კი ულამაზესი მაკრატელა დარტყმის შემდეგ ბურთი ძელს მოარტყა.

ჟოაომ ასევე ყველაზე მეტი, 7 წარმატებული დრიბლინგი გააკეთა და მოწინააღმდეგე გუნდის მცველებს 90 წუთის განმავლობაში თავგზას უბნევდა. 

ჩემპიონთა ლიგაზე ყველა ბილეთი იგებს! დაატრიალე პრიზების ბორბალი და მიიღე საჩუქარი ყოველ ჯერზე!