Search

ჩემპიონთა ლიგა აგვისტოში - ატლეტიკოს მთავარი უპირატესობა?

ფონტის ზომა
TT

მაგრამ, აგვისტო როხიბლანკოსთვის უეფას ტურნირებზე ყველაზე იღბლიანი თვეა, სწორედ ამ თვეში მოახერხეს მადრიდელებმა ყველაზე მეტი ევროპული ტიტულის მოგება.

2010 - ატლეტიკო 2:0 ინტერი

პირველი ევროთასი ატლეტიკომ აგვისტოში 2010 წელს მოიგო, როცა მაშინ ჯერ კიდევ კიკე სანჩეს ფლორესის გაწვრთნილმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, მილანის ინტერი დაამარცხა.

ატლეტიკომ იტალიელებს ხოსე ანტონიო რეიესისა და სერხიო აგუეროს გოლებით მოუგო, თამაშით კი აშკარად დაჯაბნა. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში დიეგო გოდინის დებიუტიც შედგა ატლეტიკოში.

მადრიდელებმა 2:0 მოიგეს, ჟულიო სეზარს კი 5 სეივის გაკეთება მოუწია. ხოლო დავიდ დე ხეას კარში დარტყმა ინტერმა მხოლოდ 1-ხელ მოახერხა.

2012 - ატლეტიკო 4:1 ჩელსი

2012 წლის უეფას სუპერთასი ფეხბურთის გულშემატკივრებს ძალიან კარგად უნდა ახსოვდეთ, რადგან რადამელ ფალკაომ ამ დღეს ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ინდივიდუალური პერფორმანსი აჩვენა.

მადრიდელებმა ლონდონელების განადგურება პირველივე წუთებიდან დაიწყეს - 3' წუთზე ფალკაოს დარტყმის შემდეგ ჩელსი ძელმა გადაარჩინა, აი 6' წუთზე კი რობერტო დი მატეოს გუნდს ვეღარაფერმა უშველა, როცა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ბურთი პეტრ ჩეხს თავზე გადაუგდო და ანგარიში ულამაზესი გოლით გახსნა.

19' წუთზე ფალკაომ დუბლი შეასრულა, ამჯერად მარცხენა ფეხით შესრულებული ულამაზესი დარტყმით ბურთი ცხრიანში გადაგზავნა და გუნდებს შორის სხვაობა გააორმაგა.

30' წუთზე ჩელსი გადარჩა, როცა ჯერ ადრიანმა ბურთი ცარიელ კარში ვერ გაიტანა, შემდეგ კი ფალკაოს თავური დარტყმა ძელს მოხვდა, მაგრამ რადამელმა ტაიმის ბოლომდე ჰეთთრიკის შესრულება მაინც მოახერხა და ამჯერად ბურთი ჩეხს ფეხებს შორის გაუტარა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩეხმა გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა, მაგრამ 60' წუთზე მირანდას დარტყმას ვერაფერი მოუხერხა და ტაბლოზე სამარცხვინო ანგარიშიც დაფიქსირდა.

2018 - ატლეტიკო 4:2 რეალი

ატლეტიკო და რეალი ერთმანეთს უეფას ტურნირებზე ისტორიაში სულ 6-ჯერ შეხვდნენ, ამ დაპირისპირებებიდან კი ატლეტიკოს ტრიუმფით მხოლოდ 1 დასრულდა, ისიც აგვისტოს თვეში.

პირველად გუნდები ერთმანეთს 1959 წლის ევროპის ჩემპიონ კლუბთა თასზე შეხვდნენ და ორი მატჩის ჯამში 2:2 ითამაშეს, რის შემდეგაც რეალმა მესამე, ნეიტრალურ მოედანზე ჩატარებულ მატჩში 2:1 იმარჯვა.

შემდეგი შეხვედრა 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში შედგა, სადაც რამოსის 92:48' წუთზე გადარჩენილი მატჩის შემდეგ რეალმა ატლეტიკო 4:1 დაამარცხა.

2015 წლის ჩემპიონთა ლიგაზე რეალმა ატლეტიკოს 1:0 ჩიჩარიტოს გოლით მოუგო, 2016 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი მადრიდელებმა ისევ სერხიო რამოსის გოლითა და ზუსტად შესრულებული პენალტით იმარჯვეს.

რეალის უკანასკნელი ტრიუმფი ევროპულ დერბი მადრელინიოში 2017 წელს შედგა, სადაც კრიშტიანუ რონალდუმ ჰეთთრიკი შეასრულა და ატლეტიკო ნახევარფინალიდან გააგდო.

აი უკანასკნელი შეხვედრა გუნდებს შორის 2018 წლის 15 აგვისტოს შედგა - აქაც ყველაფერი ჩვეული სცენარით დაიწყო, რეალი სერხიო რამოსის გოლით იგებდა, მაგრამ ატლეტიკომ 79' წუთზე ანგარიშის გათანაბრება შეძლო, დამატებით დროში კი თანაქალაქელები გაანადგურეს.

საულის და კოკეს გოლებით ატლეტიკომ რეალი უეფას ტურნირებზე პირველად დაამარცხა.

2019/20 წლის ჩემპიონთა ლიგის მთელი დარჩენილი პლეი ოფი აგვისტოში - 7-დან 23 რიცხვამდე გაიმართება, ეს თვე კი ატლეტიკოსთვის ევროპაში აშკარად ყველაზე იღბლიანია.