Search

ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგა მოიგო

ფონტის ზომა
TT

ჩემპიონთა ლიგის ან ჩემპიონთა თასის გამარჯვებული ინგლისური კლუბი ისტორიაში მეთოთხმეტედ გახდა, ჩელსიმ კი აღნიშნული ტიტული მეორედ მოიგო და ორივე შემთხვევაში წარმატებას მწვრთნელის სეზონის მიმდინარეობისას შეცვლის შემდეგ მიაღწია.

ტრიუმფალურ 2011/12 სეზონში ჩელსის ჯერ ანდრე ვილაშ-ბოაში ხელმძღვანელობდა, რომელიც რობერტო დი მატეომ შეცვალა და ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე მიიყვანა. 

ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის ფინალისტიც იყო, პრესტიჟული ტიტული პირველად მოიგო, თუმცა იგი ზედიზედ მესამე გერმანელი მწვრთნელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა. გასულ სეზონში ლიგა ჰანსი ფლიკის ბაიერნმა მოიგო, ხოლო მანამდე მთავარი ევროპული საკლუბო ჯილდო იურგენ კლოპის ლივერპულმა დაისაკუთრა. 

აღსანიშნავია ისიც, რომ თომას ტუხელმა უკანასკნელ ორ თვეში მესამედ შეძლო პეპ გვარდიოლას გუნდის დამარცხება, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა 2011 წლის შემდეგ არ მოუგია.