Search

ჩელსიმ ატლეტიკო უშანსოდ დაამარცხა

ფონტის ზომა
TT

ლონდონის ჩელსიმ მადრიდის ატლეტიკო ორი მატჩის ჯამში სრული დომინირებით დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

სიმეონეს გუნდს აშკარა კრიზისი აქვს - მადრიდელები კოპადან მესამე დივიზიონის გუნდთან გავარდნენ, ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსის ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, უკანასკნელ 10 მატჩში მხოლოდ 3 მოგება აქვთ და მათი უპირატესობა ლა ლიგაში სულ უფრო და უფრო მცირდება.

მეორე მხარეს, ფენომენალურ ფორმაშია ჩელსი, რაშიც უდიდესი დამსახურება მიუძღვის გუნდის ახალ მწვრთნელს.

ტომას ტუხელის გუნდში მოსვლის შემდეგ ჩელსი იანვრიდან მოყოლებული დაუმარცხებელია, გუნდმა ადგილი ოთხეულში დაიმკვიდრა და ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქეს დამაჯერებლად გაუსწორდა. 13 მატჩში ტუხელის ჩელსის მხოლოდ 2 გოლი აქვს გაშვებული.

ჩელსი 2:0 ატლეტიკო - მიმოხილვა