Search

ბრუნომ ბოლო წუთზე პენალტი გააფუჭა

ფონტის ზომა
TT

კრიშტიანუ რონალდუს მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა

ბრუნოს გაფუჭებული პენალტი

წითელი ეშმაკები მეექვსე ტურში ასტონ ვილას მასპინძლობდნენ და 88' წუთზე გაშვებული გოლით მატჩი 0:1 წააგეს

90'+ წუთზე ასტონ ვილას კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ბრუნო ფერნანდეშმა შეასრულა და ბურთი კარს საკმაოდ დიდი მანძილით ააცილა

კრიშტიანუ რონალდუსთვის ეს პირველი მატჩი იყო ახალ გუნდში, როცა პორტუგალიელმა გოლის გატანა ვერ მოახერხა

გულშემატკივრების დიდი ნაწილის აზრით, პენალტი რონალდუს უნდა შეესრულებინა - ამ აზრს ასტონ ვილას არგენტინელი კიპერი, ემილიანო მარტინესიც იზიარებდა, რომელმაც რონალდუს რამდენჯერმე დაუყვირა 'you take it'!

მანჩესტერ იუნაიტედმა ბოლო 4 ოფიციალური შეხვედრიდან 3 წააგო