Search

ბრაზილიაში ნეიმარის ტრავმას ზეიმობენ

ფონტის ზომა
TT

ბრაზილიელ ფეხბურთის ქომაგებს საკუთარი ქვეყნის ნაკრებთან ბოლო წლებში ძალიან, ძალიან უცნაური ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ

ყველაფერი 2021 წლის კოპა ამერიკაზე დაიწყო, რომელსაც ბრაზილია მასპინძლობდა და ფინალში მათი სტუმარი არგენტინის ნაკრები გახლდათ

ბრაზილიელი გულშემატკივრების დიდი ნაწილი ამ ფინალის წინ არგენტინას ქომაგობდა და მესის სანაკრებო ტიტულის მოგების სურვილს გამოთქვამდა

ასეთი ფანების რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ მოვლენაზე კომენტარი თავად ნეიმარმა გააკეთა, რომელიც ამ ფაქტით აღშფოთებული იყო

თუმცა, საკუთარი ნაკრების წარუმატებლობით მოხარული ბრაზილიელების რიცხვი ამ მუნდიალზეც საკმაოდ დიდია, ბევრ მათგანს კი ნეიმარის ტრავმა ძალიან გაუხარდა

"ამ ხალხს მანერები არ გააჩნია, ზრდილობას ადამიანი ოჯახში სწავლობს. ბრაზილიას ბევრი კარგი შემტევი ჰყავს, მაგრამ ნეიმარი შეუცვლელია" - ეს კომენტარი გააკეთა კაზემირომ იმ ხალხის შესახებ, ვისაც ნეიმარის ტრავმა გაუხარდათ