Search

ბენზემამ მესის და რონალდუს რეკორდი მოხსნა

ფონტის ზომა
TT

კარიმ ბენზემამ მალიორკას წინააღმდეგ მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და ძალიან შთამბეჭდავი რეკორდის გაუმჯობესება შეძლო

6 ტურის შემდეგ, ფრანგი თავდამსხმელის ანგარიშზე 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა, რაც იმას ნიშნავს რომ კარიმმა 15 გოლში მიიღო მონაწილეობა, ეს კი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის რეკორდია

აქამდე ეს რეკორდი კრიშტიანუ რონალდუს ეკუთვნოდა, რომელმაც 2014/15 სეზონის სტარტზე 13 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც აქამდე ტოპ ჩემპიონატებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

მესიმ თავისი საუკეთესო შედეგი 2011/12 სეზონის სტარტზე აჩვენა, როცა 13 გოლში მიიღო მონაწილეობა. კარიმ ბენზემამ ორივე ეს შედეგი გააუმჯობესა.

ბენზემა ლა ლიგაში საუკეთესო ბომბარდირობასთან ერთად, საგოლე გადაცემების ცხრილსაც ლიდერობს და მიმდინარე სეზონში ტურნირის მთავარი ვარსკვლავია