Search

ბეილი ბრუნდება - 2 გოლი და ასისტი ბოლო ტურში

ფონტის ზომა
TT

ტოტენჰემი საშინელი ფორმიდან თავის დაღწევას ცდილობს - დეზებმა ბოლო ზედიზედ ორ მატჩში მეტოქეები 4:0 დაამარცხეს.

ორივე ამ შეხვედრაში თავი გარეთ ბეილმა გამოიჩინა. უელსელი თავდამსხმელის ანგარიშზე ბოლო 4 შეხვედრაში 4 გატანილი გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

"არ არსებობს მწვრთნელი, ვინც ჯანმრთელ გარეთ ბეილს სათამაშო დროს არ მისცემს. ახლა კი ის კარგად თამაშობს და კარგ მდგომარეობაშია, ამით ძალიან ბედნიერი ვარ" - განაცხადა მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ, რომელსაც ცოტა ხნით ადრე თითქოს ბეილთან ურთიერთობა ეძაბებოდა, რასაც უელსელისგან შესანიშნავი შედეგების ჩვენება მოჰყვა.

ბეილი ტოტენჰემში იჯარითაა და ლონდონურ კლუბს ჯერ არ გადაუწყვეტია, ეცდება თუ არა უელსელის დატოვებას. თუმცა, თავად გარეთი საკლუბო ფეხბურთზე მეტად ალბათ უელსის ნაკრებზე ფიქრობს.

რამდენიმე თვეში ევროპის ჩემპიონატი იწყება, ბეილს კი საკუთარი ნაკრები ძალიან უყვარს და ყველაფერს იზამს, რომ ზაფხულისთვის კარგ ფორმაში იყოს.