Search

ბარსამ დააქამბექა და ფინალში გავიდა

ფონტის ზომა
TT

უდრამატულეს შეხვედრაში კატალონიის ბარსელონამ ორბურთიანი სხვაობის შემოტრიალება და კოპა დელ რეის ფინალში გასვლა მოახერხა.

რამონ სანჩეს პისხუანზე პირველ მატჩში 2:0 დამარცხების შემდეგ, ბარსელონას ფინალის საგზურის მოსაპოვებლად კიდევ ერთი "რემონტადას" შესრულება დასჭირდა.

მიმდინარე კოპას გათამაშებაში ბარსას უკვე ორი ქამბექი ჰქონდა შესრულებული. 1/8 ფინალში ბარსა რაიო ვალეკანოსთან აგებდა, სადაც გუნდმა მესის და დე იონგის გოლებით 2:1 მოიგო.

1/4 ფინალურ  ეტაპზე კი გუნდმა გრანადასთან საოცარი ქამბექი შეასრულა, როცა 88' და 92' წუთებზე გატანილი გოლებით გრანადას 2:0-დან გაუთანაბრა და დამატებით დროში 5:3 მოიგო.

განსხვავებული არც ნახევარფინალური ეტაპი არ იყო, ბარსელონამ პირველი გოლი მე-12 წუთზე გაიტანა, როცა უსმან დემბელემ რონალდინიოს ჩელსისთან გატანილი გოლის "ბეტა" ვერსია შემოგვთავაზა. 94' წუთზე კი პიკემ თავური დარტყმით მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა.

გამარჯვების გოლი 95' წუთზე მარტინ ბრაიტუეითმა შეაგდო და ბლაუგრანა ფინალში გაიყვანა.