Search

ბაიერნმა ბარსა კიდევ ერთხელ გაანადგურა

ფონტის ზომა
TT

მიუნხენის ბაიერნი კატალონიის ბარსელონას ესტუმრა და მორიგი შავი ფურცელი ჩაწერა ესპანელების ისტორიის წიგნებში.

ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველად, მატჩი ისე დაასრულა რომ 90 წუთის განმავლობაში კატალონიური გუნდის ფეხბურთელებს კარში ერთხელაც არ დაურტყამთ.

ეს ასევე პირველი შემთხვევაა ბლაუგრანას ისტორიაში, როცა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ სამი საშინაო მატჩი წააგო. წინა ორ შეხვედრაში ბარსელონა იუვენტუსთან 0:3 და პსჟ-სთან 1:4 დამარცხდა.

წინა ორი მარცხისგან განსხვავებით, ამჯერად კამპ ნოუზე ჩატარებულ მატჩს გულშემატკივარი ესწრებოდა - ეს ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასთვის 2013 წლის შემდეგ პირველი საშინაო მატჩი იყო რომელსაც გულშემატკივრები ესწრებოდნენ. 2013 წელს ბარსელონა იგივე ანგარიშით, ისევ ბაიერნთან დამარცხდა.

ტომას მიულერმა კატალონიელთა კარის დალაშქვრა კიდევ ერთხელ მოახერხა და ევროთასების ისტორიაში ყველაზე მეტი გოლი დაუგროვდა ბარსელონას წინააღმდეგ.