Search

ბაიერნმა 8:2 კიდევ ერთხელ მოიგო

ფონტის ზომა
TT

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის ბაიერნი ზალცბურგს დაუპირისპირდა და ორი მატჩის ჯამში ავსტრიულ გუნდს 8:2 მოუგო

ავსტრიაში გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა რაც ყველასთვის მოულოდნელი იყო და ბუნდესლიგაში ბაიერნის ბოლო დროინდელმა ფორმიდან ამოვარდნამ გულშემატკივრების ნაწილს იმედი გაუჩინა, რომ რეკორდმაისტერი შეიძლებოდა ტურნირს 1/8 ფინალიდან გამოთიშვოდა, მაგრამ ეს იმედები რობერტ ლევანდოვსკიმ 11 წუთში შესრულებული ჰეთ-თრიკით მაშინვე გააქრო

ბავარიელებმა მეტოქე 7:1 დაამარცხეს და ორი მატჩის ჯამში გამანადგურებელი ანგარიში, 8:2 დააფიქსირეს

რობერტ ლევანდოვსკიმ 3 გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, რითიც სებასტიან ალეს გადაუსწრო და 12 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით ტურნირის ბომბარდირთა სათავეში პირველი ადგილი დაიკავა