Search

ბაიერნი მეორე დივიზიონის გუნდმა გააგდო

ფონტის ზომა
TT

ბაიერნმა ტრიპლეტის მოგების შანსი დაკარგა, მიუნხენელები გერმანიის თასიდან მეორე დივიზიონის ჰოლშტაინმა გააგდო.

ეს ჰანსი ფლიკის სამწვრთნელო კარიერაში პირველი ვერმოგებული ტიტულია, აქამდე გერმანელმა სპეციალისტმა ბაიერნთან ერთად 5 ტურნირზე იასპარეზა და ხუთივე შემთხვევაში გამარჯვებული გამოვიდა.

2020 წელს ფლიკის ბაიერნმა ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო, 2021 წელი კი მოქმედი ევროპის ჩემპიონებისთვის წარუმატებლად დაიწყო.

ფლიკს ამ სეზონში 3 წაგება დაუგროვდა, რაც უკვე წინა სეზონში განცდილ 2 მარცხზე მეტია. აქამდე ჰანსის დამარცხება ლევერკუზენმა, ჰოფენჰაიმმა და ორჯერ გლადბახმა მოახერხეს, ახლა კი ამ 3 გუნდს მეორე ბუნდესლიგელი ჰოლშტაინიც შეუერთდა.

ჰოლშტაინი მეორე ბუნდესლიგაში მესამე ადგილს იკავებს და პირველადგილოსან ჰამბურგს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება, ამიტომ,შესაძლოა, მომავალი სეზონიდან მათ ბაიერნთან კიდევ არაერთი მატჩის ჩატარება მოუწიოთ.

ეს მანუელ ნოიერის კარიერაში მე-14 პენალტების სერია იყო და ჰოლშტაინი მხოლოდ მეორე გუნდი გახდა, ვინც ნოიერს ყველა პენალტი გაუტანა. აქამდე ეს მხოლოდ ვოლფსბურგმა შეძლო - თანაც ორჯერ. ერთხელ, როცა ბაიერნის კაპიტანი შალკეში თამაშობდა, მეორედ კი უკვე ბაიერნის რიგებში.